ღარიბაშვილი: ეკლესიისა და პატრიარქის წინააღმდეგ არნახული ცილისწამებები ვიხილეთ

© Facebook / Irakli Garibashviliირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 02.03.2021
გამოწერა
როგორც მთავრობის მეთაურმა, სრული მხარდაჭერა და გვერდში დგომა აღვუთქვი ეკლესიას, განაცხადა ღარიბაშვილმა პატრიარქთან შეხვედრის დასრულების შემდეგ 

თბილისი, 2 მარტი - Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ ეკლესიასა და პატრიარქზე შეტევები და ცილისწამებები მიუღებელი, მტრული და ანტისახელმწიფოებრივია.

დღეს ირაკლი ღარიბაშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს შეხვდა. შეხვედრა საპატრიარქოში ცოტა ხნის წინ დასრულდა.

როგორც მთავრობის მეთაურმა განაცხადა, დღევანდელი შეხვედრით გამოხატა პატივისცემა და მოკრძალება პატრიარქის, ეკლესიისა და საპატრიარქოს მიმართ.

„მოგეხსენებათ, დღევანდელი დრო არის გამოწვევებით აღსავსე. ჩვენ გავხდით მომსწრენი უპრეცედენტო შეტევისა ეკლესიის და უშუალოდ პატრიარქის წინააღმდეგ, არნახული ცილისწამებების კასკადი ვიხილეთ და მოვისმინეთ, რაც არის მიუღებელი, ანტისახელმწიფოებრივი, მტრული და არ ემსახურება ჩვენი ხალხისა და ეკლესიის ინტერესებს“, - აღნიშნა პრემიერმა.

ღარიბაშვილის განცხადებით, მან, როგორც მთავრობის მეთაურმა, ეკლესიას სრული მხარდაჭერა და გვერდში დგომა აღუთქვა.

ყველა ახალი ამბავი
0