თურნავა: ყველაფერი მზადაა, რათა სპორტდარბაზებმა მომხმარებლებს უსაფრთხოდ უმასპინძლონ

© Facebook / Ministry of Economy and Sustainable Development ნათია თურნავა
ნათია თურნავა - Sputnik საქართველო, 1920, 26.02.2021
გამოწერა
მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 15 მარტიდან სპორტული დარბაზები შეძლებენ, განაახლონ ფუნქციონირება განსაზღვრული რეგულაციების დაცვით.

თბილისი, 26 თებერვალი – Sputnik. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ სპორტული დარბაზების მფლობელი კომპანიების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა, იუწყება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით 15 მარტიდან სპორტული დარბაზები ფუნქციონირებას  განსაზღვრული რეგულაციების დაცვით განაახლებენ.

ნათია თურნავა - Sputnik საქართველო, 1920, 17.02.2021
„კომენდანტის საათის“ გაუქმება ჯერ არ ღირს – ნათია თურნავა

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის ხელმძღვანელი ბექა ფერაძე და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი.

შეხვედრაზე განხილული იყო რეგულაციები, რომლებიც სპეციალურად სპორტული დარბაზებისთვის შემუშავდება, რათა მათი ფუნქციონირება იყოს მაქსიმალურად უსაფრთხო როგორც მომხმარებლებისთვის, ასევე პერსონალისთვის. რეგულაციები შემუშავდება კოვიდ-პროტოკოლების მკაცრი დაცვითა და საერთაშორისო გამოცდილებიდან გამომდინარე.

სპორტული დარბაზები მუშაობას 15 მარტიდან შეძლებენ>>

როგორც მინისტრმა შეხვედრის დასრულების შემდეგ აღნიშნა, ყველაფერი მზადაა პროტოკოლების, პასუხისმგებლობის გაზიარებისა და სავალდებულო ტესტირებისთვის საჭირო ელექტრონული პლატფორმის ჩათვლით იმისთვის, რომ სპორტულმა დარბაზებმა თავის მომხმარებლებს უსაფრთხოდ უმასპინძლონ.

„ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც მოვისმინეთ და დავრწმუნდით, ისაა, რომ თავად ეს კომპანიები, მათი მენეჯერები მზად არიან  იმისთვის, ჩამოყალიბდეს წარმოდგენა ფიტნესზე, როგორც ერთ-ერთ ყველაზე კოვიდ-თავისუფალ და უსაფრთხო დარგზე“, - თქვა ნათია თურნავამ.

თურნავას განცხადებით, ზოგადად ჯანსაღის ცხოვრების წესი ერთ-ერთი პრიორიტეტია, განსაკუთრებით პოსტკოვიდ–ვითარებაში, როდესაც რეაბილიტაცია სჭირდება ძალიან ბევრ ადამიანს, რათა ისინი ცხოვრების ჩვეულ სტილს დაუბრუნდნენ.

თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 24.02.2021
შეზღუდვები, რომლებიც 25 თებერვლიდან  შემსუბუქდება - სრული ჩამონათვალი

ქვეყანაში შექმნილი ეპიდსიტუაციის გამო საქართველოს დიდ ქალაქებში 28 ნოემბრიდან, სხვადასხვა შეზღუდვასთან ერთად, სპორტული დარბაზების მუშაობაც აიკრძალა. 

სპორტული დარბაზების და ფიტნეს–ცენტრების გახსნის მოთხოვნით ფიტნეს-კლუბების წარმომადგენლებმა და სპორტსმენებმა საპროტესტო აქციები არაერთხელ გამართეს.

ქვეყანაში არსებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე, 8 თებერვლიდან მთავრობამ შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა დაიწყო.

ყველა ახალი ამბავი
0