ავტომობილების ძველ სანომრე ნიშნებს ვადა ეწურება

© photo: Sputnikავტომობილები
ავტომობილები - Sputnik საქართველო, 1920, 24.02.2021
გამოწერა
მსუბუქი ავტომობილის მესაკუთრე ძველი ნიმუშის  ნომრის შეცვლას ახლით მომსახურების სააგენტოს მობილური აპლიკაციის საშუალებით დისტანციურად შეძლებს

თბილისი, 24 თებერვალი – Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო აფრთხილებს ავტომობილების მფლობელებს, რომ სატრანსპორტო საშუალების ძველი ნიმუშის სახელმწიფო სანომრე ნიშანს იურიდიული ძალა 2021 წლის 31 მარტის ჩათვლით უნარჩუნდება, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახალი სანომრე ნიშნების დიზაინის პრეზენტაცია მომსახურების სააგენტომ 2014 წლის მარტში გამართა. მაშინ  უწყება სატრანსპორტო საშუალებებზე სანომრე ნიშნების ფორმისა და დიზაინის შეცვლას ევროსტანდარტების მიხედვით შემოდგომიდან გეგმავდა. ძველი სანომრე ნიშნებით სარგებლობის შესაძლებლობა კი ავტომობილების მფლობელებს 2030 წლამდე უნდა ჰქონოდათ, თუმცა შემდეგ ძველი სანომრე ნიშნების მოქმედების ვადა შეიცვალა და თანაც არაერთხელ.

„ვინაიდან, ქვეყნის მასშტაბით მიმოქცევაში დარჩენილია დიდი რაოდენობის ძველი ნიმუშის სანომრე ნიშანი, მომსახურების სააგენტო მოუწოდებს შესაბამისი სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეებს, დროულად მიმართონ სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულებს სანომრე ნიშნის შესაცვლელად“, - აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.

უწყების ცნობით, აღსანიშნავია, რომ დღეიდან ძველი სარეგისტრაციო ნიშნის მქონე სახელმწიფო ნომრების ახლით შეცვლისას, სავალდებულო აღარ არის სატრანსპორტო საშუალების სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულებში მოყვანა და დათვალიერება იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირის სახელზე რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალება არ სხვისდება და მისი მონაცემები - მარკა, ძარის ტიპი, ფერი, საწვავის ტიპი, ძრავის ნომერი ან მოცულობა და ა.შ. არ არის შეცვლილი.

იმედა მაკასარაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 18.05.2020
მაკასარაშვილი: მართვის მოწმობის გამოცდების ჩაბარება და სანომრე ნიშნების შეცვლა გრძელდება

გარდა ამისა, დღეიდან მომსახურების სააგენტოს მობილური აპლიკაციის (SAGENCY) საშუალებით, მსუბუქი ავტომობილის მესაკუთრე ფიზიკურ პირს შეუძლია დისტანციურად მოითხოვოს ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრის შეცვლა ახლით, იმ შემთხვევაში თუ მის სახელზე რეგისტრირებული ავტომობილი არ სხვისდება და მისი მონაცემები (მარკა, ძარის ტიპი, ფერი, საწვავის ტიპი, ძრავის ნომერი ან მოცულობა და ა.შ.) არ არის შეცვლილი.

დისტანციურად შეცვლილი ახალი ნიმუშის სანომრე ნიშნის მიღება შესაძლებელია მთელი ქვეყნის მასშტაბით, შეკვეთისას მითითებულ სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულში.

ამ ეტაპზე, დისტანციურად ნომრის შეცვლის სერვისი ვრცელდება მხოლოდ მსუბუქი ავტომობილების ძველი ნიმუშის სახელმწიფო სანომრე ნიშნების ახლით შეცვლისას.

გარდა ამისა, სააგენტოს ცნობით, მიმდინარე წლის პირველი მარტიდან მომსახურების სააგენტოს რუსთავის ტერიტორიულ ერთეულში მოქალაქეებს სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციასთნ დაკავშირებული სერვისების მისაღებად შეუძლიათ ანგარიშსწორება სააგენტოს ოპერატორებთან აწარმოონ პლასტიკური ბარათის საშუალებით.

ყველა ახალი ამბავი
0