ქუთაისის აეროპორტის ტერიტორიაზე საინფორმაციო–ტურისტული ცენტრი მოეწყობა

© photo: United Airports of Georgia / FBქუთაისის აეროპორტი
ქუთაისის აეროპორტი - Sputnik საქართველო, 1920, 05.02.2021
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, ბრენდის ფერებში მოიხატება აეროპორტის ტერიტორიაზე არსებული ადმინისტრაციული შენობაც.

თბილისი, 5 თებერვალი – Sputnik. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე, მოფრენის დარბაზში საინფორმაციო–ტურისტული ცენტრი მოეწყობა, რომელსაც ადმინისტრირებას იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია DMO Imereti გაუწევს, ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, გაფრენის დარბაზში შეიქმნება ბრენდირებული ფოტო–ზონა, რომელთანაც გამგზავრებისას ქალაქის სტუმრები ფოტოებს გადაიღებენ. ასევე აეროპორტის ტერიტორიაზე არსებულ ავტობუსებზე, ტრაპებზე, ბარგის ურიკებზე გაჩნდება წარწერა „ქუთაისი“.

„აღნიშნული აქტივობების მიზანია ქალაქის პოპულარიზაცია, მის შესახებ ცნობადობის ამაღლება ტურისტულად ისეთ მნიშვნელოვან ობიექტზე, როგორიც აეროპორტია“, – ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს მთავრობამ 1 თებერვლიდან რეგულარული ავიამიმოსვლის ყველა მიმართულებით განახლების გადაწყვეტილება მიიღო. თუმცა, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში რეგულარული ფრენები ჯერ არ ხორციელდება. არც ის არის ცნობილი, როდის იგეგმება ფრენების დაწყება.

საქართველომ საჰაერო სივრცე გახსნა: რეისების მიმართულება და განრიგი>>

საქართველომ რეგულარული ფრენები 2020 წლის მარტის შუა რიცხვებიდან ყველა მიმართულებით შეწყვიტა. საქართველოდან და საქართველოს მიმართულებით სრულდებოდა მხოლოდ სპეცრეისები ქვეყნის მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად. ზაფხულში რეგულარული რეისების აღდგენა დაიწყო. მაგრამ ეპიდსიტუაციის გაუარესების გამო საავიაციო მიმოსვლის განახლება რამდენჯერმე გადაიდო.

ყველა ახალი ამბავი
0