პრემიერმა განმარტა, რა შემთხვევაში დაჩქარდება შეზღუდვების მოხსნის პროცესი

© photo : Government of Georgia / FBპრემიერი გიორგი გახარია
პრემიერი გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გამოწერა
გახარიას განცხადებით, უნდა დაიწყოს მსჯელობა იმაზე, რომ თუ ინფიცირების ყოველდღიური რაოდენობის მხრივ არსებული დადებითი დინამიკა შენარჩუნდება, შესაძლებელია ეკონომიკის ეტაპობრივი გახსნის ვადაზე ადრე დაწყება.

თბილისი, 28 იანვარი – Sputnik. თუ კორონავირუსის ახალი შემთხვევების შედარებით დაბალი მაჩვენებელი ერთი კვირის განმავლობაში შენარჩუნდება, შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის პროცესი დაჩქარდება, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე.

რა შეზღუდვები შემსუბუქდება 1 თებერვლიდან არასასურსათო სავაჭრო სექტორში>>

ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო 28 ნოემბრიდან მკაცრი შეზღუდვები მოქმედებს. კერძოდ, აუცილებელია პირბადის ტარება ქუჩაში, შეზღუდულია გადაადგილება 21:00-დან 05:00 საათამდე, დაკეტილია რესტორნები, კაფეები და ა.შ. შეზღუდვების შემსუბუქება ეტაპობრივად 1 თებერვლიდან დაიწყება.

„როგორც ჩანს, დღევანდელი ტენდენციები გვაძლევს ფრთხილი ოპტიმიზმის საშუალებას. ამიტომ დღეს უნდა დავიწყოთ მსჯელობა იმაზე, რომ თუ მსგავსი ტენდენცია შევინარჩუნეთ უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში ისე, როგორც გავაკეთეთ ზაფხულში, ეტაპობრივი გახსნა ცოტა უფრო ადრე დავიწყოთ“, – განაცხადა გახარიამ.

პრემიერის თქმით, ეს, ძირითადად, თბილისს, ქუთაისსა და რუსთავს ეხება.

„პირველ რიგში ეს ეხება საგანმანათლებლო დაწესებულებებს – რომ მივცეთ ჩვენს ბავშვებს შესაძლებლობა, სწავლა კლასებში დაიწყონ. რა თქმა უნდა, ამას თან ერთვის მუნიციპალური ტრანსპორტის ამოქმედებაც და ამაზე უნდა ვიმსჯელოთ ეტაპობრივად ისე, რომ რისკის ქვეშ არ დავაყენოთ ეპიდემიის მართვის ის მიღწევა, რომელიც, როგორც ფაქტი, დღეს ჩვენ გვაქვს ბოლო ორი თვის შრომის და მუშაობის შედეგად“, – აღნიშნა პრემიერმა.

„საცობი სავაჭრო ცენტრთან - Sputnik საქართველო
როდის დადგება შოპინგის დრო – ვიცე-პრემიერმა „უქმე დღის კარანტინის“ არსი განმარტა

რაც შეეხება ეკონომიკის გახსნას, გიორგი გახარიას თქმით, ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის ხელმძღვანელობით ეკონომიკური გუნდი რამდენიმე დღეა ხვდება ბიზნეს-სექტორის სხვადასხვა წარმომადგენლებს. ამ შეხვედრების მიზანია, რომ ეკონომიკის გახსნა უნდა იყოს სტაბილური, გონივრული და, რაც მთავარია, დაცული.

„ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ 2-3-4-5 ათასი ყოველდღიური ინფიცირების შემთხვევაში ვერანაირ ნორმალურ ეკონომიკურ ცხოვრებაზე საუბარი ვერ იქნება. ამიტომ ყველამ ერთად – მთავრობამ, ბიზნესმა და მოქალაქეებმა უნდა გადავდგათ გონივრული და ფრთხილი ნაბიჯები“, – განაცხადა გახარიამ.

საქართველოში 1 თებერვლიდან ყველა მაღაზია და სავაჭრო ცენტრი იხსნება, ხოლო 15 თებერვლიდან – ბაზრობებიც. თუმცა, უქმე დღეებში ისინი არ იმუშავებენ.

კოვიდ-შეზღუდვების-საწინააღმდეგო აქცია - Sputnik საქართველო
რა შემთხვევაში შერბილდება კოვიდ-შეზღუდვები: ბიზნეს-სექტორთან შეხვედრა გაიმართა

კოვიდ-შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით ბიზნესის სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები აქციებს მართავენ. კერძოდ, აქციები გამართეს რესტორნების, ტურისტული კომპანიებისა და სამთო-სათხილამურო კურორტების და სპორტულ–გამაჯანსაღებელი სექტორის წარმომადგენლებმა.

ხელისუფლებამ უფრო ადრე მიიღო გადაწყვეტილება, რომ თუ ქვეყანაში ინფიცირების დონე 4%-ს ჩამოსცდება, შესაძლებელი იქნება საუბარი საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავებაზე და ეკონომიკის დარგების რაც შეიძლება სწრაფად გახსნაზე.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა ყოველდღიურმა რაოდენობამ ბოლო ხანს იკლო. მაგალითად, დღევანდელი მონაცემებით, ინფიცირებულთა რაოდენობა დღე-ღამეში 723-ით გაიზარდა და მათმა საერთო რიცხვმა 256.287-ს მიაღწია.

ყველა ახალი ამბავი
0