საკადრო როტაცია შსს-ს სისტემაში – პოლიციის ხელმძღვანელები რეგიონებს იცვლიან

© Sputnik / Alexander Imedashviliპოლიციის შენობა
პოლიციის შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკადრო გადაადგილებების მიზეზი საზოგადოებისთვის ჯერჯერობით არ განუმარტავს.

თბილისი, 28 იანვარი – Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში საკადრო გადაადგილებები განხორციელდა. თანამდებობები დატოვეს კახეთის, გურიის, შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონების პოლიციის უფროსებმა, იუწყება ტელეარხი Formula სამინისტროს ცნობაზე დაყრდნობით.

ტელეარხის ინფორმაციით, პოლიციის ყოფილი უფროსები რეგიონებს გაცვლიან. გურიის პოლიციის უფროსი კახა მურადაშვილი კახეთის პოლიციის უფროსი გახდება, ხოლო მის ადგილს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის ყოფილი უფროსი ლევან ხარაბაძე დაიკავებს. რაც შეეხება იმას, თუ ვინ იქნება სამცხე-ჯავახეთის რეგიონის პოლიციის უფროსი, ჯერ გადაწყვეტილი არ არის.

საკადრო გადაადგილებების მიზეზს შსს-ში ჯერჯერობით არ ასახელებენ.

ყველა ახალი ამბავი
0