თბილისი, 27 იანვარი – Sputnik. საქართველო პატივს მიაგებს ჰოლოკოსტის მსხვერპლთ. ამის შესახებ Twitter-ში ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ დაწერა.
Today we honor the remembrance of the victims of the Holocaust that began with words, and continued with horrific murders of millions of innocent people. On #HolocaustRemembranceDay we firmly say NEVER AGAIN! pic.twitter.com/WeIeMbvrFk
— Archil Talakvadze (@A_Talakvadze) January 27, 2021
„დღეს პატივს მივაგებთ იმ ადამიანთა ხსოვნას, რომლებიც ჰოლოკოსტს ემსხვერპლნენ. ჰოლოკოსტი სიტყვებით დაიწყო და გაგრძელდა მილიონობით უდანაშაულო ადამიანის შემზარავი მკვლელობით. დღეს ჩვენ მტკიცედ ვამბობთ, რომ ეს აღარასდროს განმეორდება!“ – დაწერა თალაკვაძემ.
საქართველოში „ქართველი შინდლერის“ და ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის მონუმენტი გახსნეს>>
ჰოლოკოსტის მსხვერპლის ხსოვნის საერთაშორისო დღე 27 იანვარს აღინიშნება. ამ დღეს, 1945 წელს საბჭოთა ჯარმა ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკი გაათავისუფლა. ყოველი წლის 27 იანვარს ბუნდესტაგში ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის ცერემონია ტარდება.