13:35 16 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0033
  • 100 RUB4.4956
  • USD3.2987
საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
დიდი ხანძრები საქართველოში (14)
39 0 0

საქართველოში სტიქიას რამდენიმე დღის განმავლობაში 700-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი და 100-მდე სახანძრო-სამაშველო ტექნიკა ებრძოდა

თბილისი, 10 იანვარი – Sputnik. საქართველოს ტერიტორიაზე ტყისა და მინდვრის ხანძრები სრულად არის ლიკვიდირებული, ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

საქართველოს ტერიტორიაზე მეხანძრე-მაშველები ცეცხლს 4 იანვრიდან ებრძოდნენ. ხანძრები მძვინვარებდა სამეგრელოში, გურიაში, აჭარაში, იმერეთში, სამცხე-ჯავახეთსა და შიდა ქართლში.

უწყების ინფორმაციით, 4 იანვრიდან დღემდე 300-ზე მეტი სხვადასხვა მასშტაბის კერა დაფიქსირდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა რამდენიმე დღიანი აქტიური სამუშაოების შემდეგ ტყისა და მინდვრის მასშტაბური ხანძრები სრულად ჩააქრო.

სახანძრო-სამაშველო სამუშაოებში მონაწილეობას იღებდა  700-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი, 100-მდე სახანძრო-სამაშველო ტექნიკა და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას მოუწოდებს, თავი შეიკავონ მინდვრებში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვისგან, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს ხანძრის გავრცელება როგორც საცხოვრებელ სახლებზე, ასევე ტყის მასივებზე, რაც საფრთხეს უქმნის გარემოს და ცეცხლის სიახლოვეს მყოფ ინფრასტრუქტურას.

 

 

 

თემები:
დიდი ხანძრები საქართველოში (14)

მთავარი თემები