ხე-ტყის უკანონო ჩეხვა: ცნობილია 2020 წლის მონაცემები რეგიონებიდან

© photo: Sputnik / Alexander Kryazhev / გადასვლა მედიაბანკშიხე-ტყის მასალის დამზადება
ხე-ტყის მასალის დამზადება - Sputnik საქართველო
გამოწერა
2018 წლის ბოლოს საქართველოს ხელისუფლებამ ტყის უკანონო ჭრასთან უკომპრომისო ბრძოლის დაწყების შესახებ განაცხადა. ხელისუფლებაში აღნიშნეს, რომ დაუნდობლები იქნებოდნენ იმ ადამიანების მიმართ, ვინც ტყეებს ჩეხავს ან ფარავს ამ დანაშაულს.

თბილისი, 10 იანვარი — Sputnik. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2020 წლის განმავლობაში ხეების უკანონო ჩეხვისა და ტრანსპორტირების 2754 ფაქტი გამოავლინეს, რომელთაგან 132 შემთხვევა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, ნათქვამია უწყების განცხადებაში.

დარღვევების ყველაზე მეტი ფაქტი კახეთშია გამოვლენილი — 1046 შემთხვევა. სხვა რეგიონების მონაცემები ასე გამოიყურება:

  • იმერეთი — 424,
  • სამცხე–ჯავახეთი — 279,
  • სამეგრელო–ზემო სვანეთი — 241,
  • აჭარა — 221,
  • ქვემო ქართლი — 216,
  • შიდა ქართლი — 188,
  • მცხეთა–მთიანეთი — 72,
  • გურია — 39,
  • რაჭა–ლეჩხუმი–ქვემო სვანეთი — 22.
  • თბილისი — 6.

ჯამში მთელი წლის განმავლობაში ამოღებულია დაახლოებით 16,6 ათასი კუბომეტრი ხეტყის მასალა.

გარდა ამისა, გასულ წელს დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 284 ფაქტი. ამოღებულია 84 დაურეგისტრირებელი სახერხი.

2018 წლის ბოლოს საქართველოს ხელისუფლებამ ტყის უკანონო ჭრასთან უკომპრომისო ბრძოლის დაწყების შესახებ განაცხადა. ხელისუფლებაში აღნიშნეს, რომ დაუნდობლები იქნებოდნენ იმ ადამიანების მიმართ, ვინც ტყეებს ჩეხავს ან ფარავს ამ დანაშაულს.

საქართველოს ტყის ფონდი 2,9 მილიონ ჰექტარს მოიცავს, საიდანაც 2,7 მლნ ჰა ტყეებითაა დაფარული. ეს ქვეყნის ტერიტორიის 40%-ს შეადგენს.

 

ყველა ახალი ამბავი
0