09:39 21 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9977
  • 100 RUB4.4864
  • USD3.2982
საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
სოციალური სფერო საქართველოში (241)
94 0 0

ამიერიდან ინსპექცია განიხილავს სამუშაო გრაფიკის, სამუშაოზე დისკრიმინაციისა და დასაქმებულთა უფლებების დაცვის საკითხებს

თბილისი, 9 იანვარი – Sputnik. ამოქმედდა შესწორებები საქართველოს შრომის კოდექსში, რომელიც შრომის ინსპექციის უფლებების გაფართოებას ითვალისწინებს.

ამიერიდან შრომის ინსპექცია აღარ დაელოდება საწარმოს შემოწმების ნებართვას – მან უფლება მიიღო, ეს ნებისმიერ მომენტში გააკეთოს.

გაფართოვდა ასევე შრომის ინსპექციის მანდატიც. თუ აქამდე ის მხოლოდ სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხოების წესების დაცვას ამოწმებდა, ახლა მის კომპეტენციაში შრომის სხვა პირობების დაცვაც შედის.

ინსპექცია განიხილავს სამუშაო გრაფიკის დაცვას, დისკრიმინაციას სამუშაო ადგილზე, ასევე დასაქმებულების უფლებების დაცვის საკითხებს.

გარდა ამისა, ინსპექციას დამსაქმებლების დაჯარიმების უფლებაც აქვს, თუ ის შრომის კოდექსს დაარღვევს.

ჯარიმის ოდენობა მინიმუმ 200 ლარია და ის კომპანიის შემოსავლებზე და დარღვევის სახეობაზე იქნება დამოკიდებული.

თემები:
სოციალური სფერო საქართველოში (241)

მთავარი თემები