შემობრძანდა ახალი 2021 წელი. პანდემიის მიუხედავად, საქართველოს სხვადასხვა ქალაქებსა თუ დაბებში ადგილობრივი ხელისუფლება ძალიან ცდილობდა სადღესასწაულო განწყობა შეექმნა
ქუჩები მორთეს ილუმინაციებით, ხოლო დღესასწაულის მთავარი ატრიბუტი და სიმბოლო - საახალწლო ნაძვის ხე პრაქტიკულად ყველა ცენტრალურ მოედანზე დაიდგა. Sputnik-საქართველო ქვეყნის სხვადასხვა ქალაქის საახალწლო ნაძვის ხეების ვიდეორგოლებსა და ფოტოებს გიჩვენებთ.
შექმნილი ეპიდვითარების გამო საქართველოში 28 ნოემბრიდან ახალი რეგულაციები მოქმედებს, რომელთა დარღვევა ჯერ ადმინისტრაციულ, გამეორების შემთხვევაში კი სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას გამოიწვევს.