12:53 24 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0228
  • 100 RUB4.4121
  • USD3.3044
საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს თავდაცვა (113)
21010

საქართველოს თავდაცვის ძალების რაოდენობა 2008 წელს გაიზარდა და მას შემდეგ არ შეცვლილა, თუმცა რაოდენობრივი შეზღუდვა შეიძლება შეწყდეს ომის მდგომარეობის დროს

თბილისი, 2 იანვარი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის ძალების რაოდენობა 2021 წელს 37 ათასი ჯარისკაცით განისაზღვრა, შესაბამის დადგენილების პროექტს საქართველოს პარლამენტმა დაუჭირა მხარი.

აღსანიშნავია, რომ ეს შეზღუდვა მოქმედებას შეწყვეტს საომარი მდგომარეობის შემთხვევაში. აგრეთვე ის არ ვრცელდება თავდაცვის ძალების სარეზერვო სამსახურში გასაწვევი პირების რაოდენობასა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროში არსებულ დროებით შტატებზე.

„ეს არის ის ოპტიმალური რაოდენობა, რომელიც იძლევა თავდაცვის სამინისტროს წინაშე დასახული ამოცანების შესრულების შესაძლებლობას“, განაცხადა პარლამენტის სხდომაზე თავდაცვის მინისტრის მოადგილე რატი ბრეგაძემ.

საქართველოს თავდაცვის ძალების შემადგენლობა 2008 წელს 5 000 ჯარისკაცით გაიზარდა და მას შემდეგ არ შეცვლილა. დადგენილებას ქვეყნის თავდაცვის ძალების რაოდენობის შესახებ პარლამენტი ყოველწლიურად ამტკიცებს.

დღეისათვის საქაღთველოში სამხედრო სამსახური ოთხ კატეგორიად იყოფა. ესენია: სავალდებულო, საკონტრაქტო, საკადრო და სარეზერვო სამსახურები. სავალდებულო სამხედრო სამსახურში 12 თვით იწვევენ 18–დან 27 წლამდე ახალგაზრდებს.

თემები:
საქართველოს თავდაცვა (113)

მთავარი თემები