ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე ავიარეისი განხორციელდება

© Facebook / Wizz Air Wizz Air-ის თვითმფრინავი
 Wizz Air-ის თვითმფრინავი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქუთაისი-დორტმუნდის მიმართულებით საახალწლო პერიოდში მხოლოდ სამი რეისი განხორციელდება. რეისები 18, 25 დეკემბერს და 8 იანვარს შესრულდება.

თბილისი, 12 დეკემბერი - Sputnik. მიმდინარე წლის 18 დეკემბერს, ევროპის უმსხვილესი უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air პანდემიის პირობებში დორტმუნდიდან ქუთაისის მიმართულებით და პირიქით, პირველ ავიარეისს შეასრულებს. ინფორმაციას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ავრცელებს.

Boeing 737-800  - Sputnik საქართველო
საქართველო „უსაფრთხო ცის“ ინიციატივას შეუერთდა

ავიაკომპანია ქუთაისის-დორტმუნდის საჰაერო ხაზზე მხოლოდ სამ რეისს საახალწლო პერიოდში განახორციელებს. რეისები 18, 25 დეკემბერს და 8 იანვარს შესრულდება.

„გერმანიის ქალაქ დორტმუნდიდან საქართველოს მიმართულებით პირდაპირი რეგულარული ავიარეისები 2016 წლიდან ხორციელდებოდა. პანდემიის პირობებში ეს იქნება პირველი ფრენა, რომელიც ქუთაისსა და დორტმუნდს შორის შესრულდება“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

აღსანიშნავია, რომ ავიაკომპანია Wizz Air-ის ვებგვერდზე ბილეთები უკვე იყიდება.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ არსებული რეგულაციების თანახმად, ტერმინალში გამცილებლის შესვლა მხოლოდ არასრულწლოვანისა და შშმ პირის თანხლების შემთხვევაში იქნება შესაძლებელი. ტერმინალში ასევე აკრძალულია პირბადის გარეშე შესვლა, ხოლო მგზავრებს, რომლებსაც 37.5-ზე მეტი ტემპერატურა დაუფიქსირდებათ, შენობაში არ დაიშვებიან.

ამასთან, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი რეგულაციის თანახმად, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც საზღვრის გადმოკვეთამდე, უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის დამადასტურებელ ნეგატიურ დოკუმენტს წარმოადგენენ სახელმწიფო საზღვარზე, დაექვემდებარებიან 8 დღიან თვითიზოლაციას. PCR ტესტის არქონის შემთხვევაში კი კარანტინის ნაცვლად, 12 დღიან თვითიზოლაციაში გადავლენ.

Wizz Air - Sputnik საქართველო
Wizz Air–ს საქართველოს ავიაბაზარზე მომავალი წლის გაზაფხულზე დაბრუნების იმედი აქვს

„რაც შეეხება საზღვრის კვეთის კუთხით გერმანიის მთავრობის მიერ დადგენილ რეგულაციებს, ტურისტებისთვის, უვიზოდ მგზავრობა გერმანიაში ჯერჯერობით ნებადართული არ არის. შესვლაზე შეზღუდვა არ ვრცელდება ვიზის არსებობის შემთხვევაში“, - ნათქვამია განცხადებაში.

როგორც ინფორმაციაში წერია, სხვა დანარჩენი პირებისათვის (ჯანდაცვის სფეროს პერსონალი, მეცნიერ-მკვლევარები, მომვლელი პერსონალი; მაღალკვალიფიციური მუშახელი, სტუდენტები რიგ შემთხვევაში) გერმანიის ტერიტორიაზე შესვლა დაშვებული იქნება მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში.

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველომ უცხოელებისთვის საზღვრები დაკეტა განსაკუთრებული შემთხვევების გარდა და ავიამიმოსვლა ყველა მიმართულებით შეწყვიტა.

შემდეგ კი საქართველოში შეზღუდვები საერთაშორისო რეგულარულ ავიამიმოსვლაზე 2021 წლის 1 იანვრამდე გაგრძელდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0