17:16 03 დეკემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9996
  • 100 RUB4.3845
  • USD3.3189
საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (2631)
125 0 0

მთავრობის ახალი დადგენილება გარკვეულ გამონაკლისებს ითვალისწინებს და ზოგი ტიპის სამედიცინო მომსახურებაზე დაფინანსებას არ აჩერებს.

თბილისი, 20 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ქვეყანაში გეგმური ოპერაციების დაფინანსება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში 2021 წლის მარტამდე წყდება — ზოგი გამონაკლისის დაშვებით.

აღნიშნული გადაწყვეტილება ხელისუფლებამ მძიმე ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე მიიღო. შეზღუდვა 10 ნოემბრიდან 2021 წლის 1 მარტამდე იქნება ძალაში.

„შეჩერდეს... „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით“ განსაზღვრულ გეგმურ ქირურგიულ მომსახურებაზე საგარანტიო ფურცლის გაცემა, გარდა სასწრაფო–დაყოვნებული ტიპის ინტერვენციებისა, ასევე ონკოლოგიური ოპერაციებისა და დანართ 1.8-ით განსაზღვრული კარდიოქირურგიის/ინტერვენციული კარდიოლოგიის/რითმოლოგიის მომსახურებისა“, — ნათქვამია დადგენილების ტექსტში.

ამასთან 2020 წლის 10 ნოემბრამდე გაცემული საგარანტიო ფურცელი ვალიდურად რჩება მისი მოქმედების ვადის ამოწურვამდე.

გარდა ამისა, დღეს ასევე ცნობილი გახდა მთავრობის კიდევ ერთი გადაწყვეტილების შესახებ, რომლის თანახმადაც საქართველოს ყველა სამედიცინო დაწესებულება, რომლებიც COVID-19-ის მართვის პროცესში არ არიან ჩართული, ვალდებულია თავად უმკურნალოს საკუთარ კოვიდ–პაციენტებს. ანუ, თუ სამედიცინო დაწესებულებაში პაციენტი ან პერსონალი დაინფიცირდება, ისინი კოვიდ–სასტუმროებსა და კოვიდ–კლინიკებში კი არ უნდა გადაიყვანონ, არამედ ადგილზე უნდა გაუწიონ სამედიცინო დახმარება.

 

თემები:
COVID-19 საქართველოში (2631)

მთავარი თემები