ორშაბათის მოლოდინში: საქართველოში დამატებითი შეზღუდვების დაწესება განიხილება

© Ministry of Internal Affairs of Georgiaთბილისის მეტრო
თბილისის მეტრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბოლო დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების მორიგი ანტირეკორდი დაფიქსირდა – 3 768. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 100 ათასს უახლოვდება.

თბილისი, 20 ნოემბერი – Sputnik. ქვეყნის ერთ-ერთმა წამყვანმა ალერგოლოგ–იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ საქართველოს მთავრობაში საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და დიდი სავაჭრო ცენტრების მუშაობაზე შემდეგი კვირიდან შეზღუდვების დაწესების საკითხი განიხლება.

კორონავირუსის დღის სტატისტიკა რეგიონების მიხედვით – რომელი რეგიონი „ლიდერობს">>

როგორც კულუმბეგოვმა „TV პალიტრანიუსის“ (TV PalitraNews) ეთერში განაცხადა, ის ესწრებოდა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრას, სადაც ამ საკითხებზე მსჯელობდნენ.

ლაბორატორია - Sputnik საქართველო
COVID-19 საქართველოში: რამდენი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო დღე-ღამეში

„დიახ, მე ამას ვადასტურებ. მე ვიყავი შეხვედრაზე პრემიერთან და გვითხრეს, რომ, შესაძლოა, იქით კვირაში კიდევ დაგვიძახონ. ფინანსთა მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა დავალებაც კი მიიღეს. თუ როგორი პაკეტი იქნება, დამუშავების პროცესი იყო, ზუსტი ინფორმაცია არ გაჟღერებულა, მაგრამ ეს ასე მოხდება. ჩვენი რეკომენდაცია იყო, რომ ბევრი დრო არ დაიკარგოს, რადგან დღეს და ხვალ ეს გადაწყვეტილება მაინც იქნება მისაღები, რათა ჯანდაცვამ ცოტა ამოისუნთქოს“, – განაცხადა კულუმბეგოვმა.

კულუმბეგოვის აზრით, პანდემია „პოლიტიკური პროცესების ტყვეობაშია“ და ეს ყველას ეხება. მან აღნიშნა, რომ ამჟამად არ არსებობს ერთი რაიმე უნივერსალური ღონისძიება, რომელიც ხვალვე დაამთავრებს პანდემიას.

ახალი შემთხვევები, რომლებიც საქართველოში ყოველდღიურად ვლინდება, რეალურ სურათს არ ასახავს, მიიჩნევს იმუნოლოგი. მისი თქმით, დასახელებული რიცხვები ორზე ან სამზე უნდა გავამრავლოთ, რადგანაც ოჯახში PCR–ტესტს, როგორც წესი, ერთ წევრს უკეთებენ, რადგან ყველასთვის ამ ტესტის გაკეთების საშუალება არ არის.

პაციენტი - Sputnik საქართველო
პლუს 41: რამდენია გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა

უნდა ვივარაუდოთ, რომ ოჯახში ყველაა დაავადებული, ანუ დღეში გვაქვს 8–9 ათასი შემთხვევა, აღნიშნა კულუმბეგოვმა.

ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 3 768 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 41 ადამიანი. სულ პანდემიის დაწყებიდან დღემდე ინფიცირებულია 96 860 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 77 932, გარდაიცვალა 894 პაციენტი.

კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0