04:37 02 დეკემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9722
  • 100 RUB4.3634
  • USD3.3185
საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (2607)
58 0 0

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით 4 ნოემბრიდან სავალდებულოა პირბადის გამოყენება ღია სივრცეებშიც, რესტორნები მთელი ქვეყნის მასშტაბით 22:00 საათამდე მუშაობენ, ხოლო სკოლები დიდ ქალაქებში მთლიანად დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ.

თბილისი, 5 ნოემბერი – Sputnik. მთავრობის საკოორდინაციო საბჭო მსჯელობს, თუ რა დამატებითი წერტილოვანი შეზღუდვების დაწესება არის შესაძლებელი, რათა კორონავირუსის გავრცელება შემცირდეს, განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 2401-ით გაიზარდა, აქედან ყველაზე მეტი – 976 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა.

„საბჭო მსჯელობს იმაზე, თუ რა დამატებითი წერტილოვანი შეზღუდვების დაწესება არის შესაძლებელი, რათა გავუმკლავდეთ ვირუსის გავრცელებას. ეს შეიძლება იყოს სხვადასხვა ტიპის ღონისძიება, როგორიც არის, მაგალითად, საღამოს, ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვა. შეიძლება იყოს კვირის რომელიმე ერთ დღეს სხვადასხვა დასახლებაში ტრანსპორტის შეჩერება, ასევე სხვადასხვა სახის დიდი გადაადგილების, ბაზრობების ან ბაზრების მუშაობის შეჩერება“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მისი თქმით, ეს არის ყველა ისეთი ღონისძიება, რომელიც არის წერტილოვანი ხასიათის, რომელიც იქნება გამოყენებული იქ და იმ დროს, რისი აუცილებლობაც იქნება ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით 4 ნოემბრიდან სავალდებულოა პირბადის გამოყენება ღია სივრცეებშიც, რესტორნები მთელი ქვეყნის მასშტაბით 22:00 საათამდე მუშაობენ, ხოლო სკოლები დიდ ქალაქებში დისტანციურ სწავლებაზე არიან გადასული. აკრძალულია სარიტუალო ღონისძიებების – ქორწილების, იუბილეების, ქალეხების (10-ზე მეტი ადამიანი) გამართვა.

დღის სტატისტიკა: სად დაფიქსირდა კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა>>

საქართველოში ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 49218-ს მიაღწია. გარდაცვლილია 401 ადამიანი. სულ გამოჯანმრთელდა 33459 პაციენტი.

თემები:
COVID-19 საქართველოში (2607)

მთავარი თემები