19:02 24 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8137
  • 100 RUB4.2174
  • USD3.2202
საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
ესკალაცია ყარაბაღში 2020 (93)
56 0 0

აქციის მონაწილეებს თან ჰქონდათ ყარაბაღში საომარ მოქმედებებში დაღუპული ჯარისკაცების ფოტოები, რომლებიც ჯავახეთიდან იყვნენ და სომხეთში ცხოვრობდნენ.

თბილისი, 6 ოქტომბერი – Sputnik. სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობამ არაღიარებული მთიანი ყარაბაღის მხარდამჭერი აქცია მოაწყო, იუწყება ადგილობრივი გამოცემა Jnews.

ახალქალაქის ცენტრალურ მოედანზე რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა.

აქციის მონაწილეებმა მიიტანეს ყარაბაღში საომარ მოქმედებებში დაღუპული ხუთი ჯარისკაცის ფოტოები, რომლებიც წარმოშობით ჯავახეთიდან იყვნენ და სომხეთში ცხოვრობდნენ.

გარდა ამისა, აქციის ორგანიზატორები დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში შეკრებილი სახსრებისა და სხვა მატერიალური დახმარების შეჯამებას აპირებენ.

აქციის შემდეგ მონაწილეები მსვლელობით გაემართნენ ეკლესიისკენ, სადაც ილოცეს და სანთლები დაანთეს.

უფრო ადრე სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობამ სომხეთში კვების პროდუქტებით დატვირთული სატვირთო ავტომობილები გაგზავნა ჯარისკაცებისა და მთიანი ყარაბაღის მოსახლეობისთვის.

მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებები 27 სექტემბრიდან მიმდინარეობს. მხარეები დიდი მსხვერპლის შესახებ ავრცელებენ ინფორმაციას.

აზერბაიჯანისა და სომხეთის ხელისუფლებებმა სამხედრო მდგომარეობა 27 სექტემბერს გამოაცხადეს. ერევანი და ბაქო ესკალაციაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

გახარიამ აზერბაიჯანსა და სომხეთს თბილისში შეხვედრის გამართვა შესთავაზა>>

რიგმა სახელმწიფოებმა და ორგანიზაციებმა, მათ შორის საქართველომ, მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდეს. პრემიერმა გიორგი გახარიამ კონფლიქტის მხარეებს მოლაპარაკებების თბილისში გამართვა შესთავაზა.

თემები:
ესკალაცია ყარაბაღში 2020 (93)

მთავარი თემები