12:27 20 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7763
  • 100 RUB4.1332
  • USD3.2117
საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (245)
46 0 0

ჟვანია საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს სიმშვიდის შენარჩუნების, არაეთიკური ქცევისა და ძალადობისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს.

თბილისი, 30 სექტემბერი – Sputnik. საარჩევნო ადმინისტრაციისთვის მიუღებელია 29 სექტემბრის ღამით მარნეულში განვითარებული მოვლენები და დაპირისპირება საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს შორის, წერს ცენტრალური საარჩევნო კომისის (ცესკო) თავმჯდომარე თამარ ჟვანია სოციალურ ქსელში.

გუშინ მარნეულში „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. დაშავდა რამდენიმე ადამიანი. ფიზიკურად გაუსწორდნენ „პირველი არხის“ ოპერატორსა და ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ჟურნალისტებსა და ოპერატორებს. დამტვრეულია აპარატურაც. დღეს, დილით თავს დაესხნენ მარნეულში პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ადგილობრივი შტაბის ერთ-ერთ წევრსაც.

ჟვანია საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს სიმშვიდის შენარჩუნებისკენ, არაეთიკური ქცევისა და ძალადობისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს, პასუხისმგებელ ორგანოებს კი მიმართავს, მომხდარზე რეაგირება დაუყოვნებლივ მოახდინონ.

„აღნიშნული კონფლიქტის შედეგად დაშავდნენ, მათ შორის, მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი და მისი ოჯახის წევრი, რაც ჩვენთვის განსაკუთრებით შემაშფოთებელია. ამ ძალადობის დროს დაშავდნენ მედიის წარმომადგენლები. დაუშვებელია ამ ფორმებით ჟურნალისტების საქმიანობის ხელის შეშლა“, – წერს ცესკოს თავმჯდომარე.

როგორც ჟვანია აღნიშნავს, ცესკო გმობს ძალადობას და ნებისმიერ ისეთ ქმედებას, რაც აზიანებს ქვეყანაში დემოკრატიული საარჩევნო პროცესების წარმართვას.

მარნეულში მომხდარი ინციდენტის საქმეში სახალხო დამცველი ჩაერთო>>

მარნეულში მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია ჯანმრთელობის დაზიანებისა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე. ჯერჯერობით დაკავებული არავინ არ არის.

თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (245)

მთავარი თემები