01:59 28 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8094
  • 100 RUB4.2136
  • USD3.2242
საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (294)
72 0 0

ეტლით მოსარგებლე ამომრჩეველს, რომელიც მოითხოვს ადაპტირებულ უბანზე ხმის მიცემას, შეიყვანენ იმ უბნის სპეციალურ სიაში, რომელსაც თავად შეარჩევს.

თბილისი, 24 სექტემბერი – Sputnik. ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) ვებ-გვერდზე ეტლით მოსარგებლე პირს შეუძლია მიიღოს ინფორმაცია ადაპტირებული საარჩევნო უბნების შესახებ და, სურვილის შემთხვევაში, თავად აირჩიოს, რომელ საარჩევნო უბანზე სურს არჩევნებში მონაწილეობის მიღება, ნათქვამია ცესკოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორ უნდა მოხდეს საკარანტინო სივრცეებში არჩევნების ორგანიზება? შეხვედრა ცესკოში>>

კერძოდ, ცესკოს ვებ-გვერდზე განახლდა ბანერი „საარჩევნო რუკა“, სადაც ხელმისაწვდომია ინფორმაცია როგორც მარტივი ადაპტაციის, ისე პანდუსის მქონე 1 118 საარჩევნო უბნის შესახებ.

„საარჩევნო კანონმდებლობაში ახალი რეგულაციები შევიდა, რაც ეტლით მოსარგებლე პირებს არჩევნებში მონაწილეობისთვის უკეთეს გარემოს და შესაძლებლობას უქმნის. კერძოდ, ახალი რეგულაციის თანახმად, ეტლით მოსარგებლე ამომრჩეველი უფლებამოსილია, საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს შესაბამისი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე არსებულ ნებისმიერ ადაპტირებულ/მისაწვდომ საარჩევნო უბანზე“, – განაცხადა ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

ამისათვის დაინტერესებულმა პირმა კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს ექვსი დღით ადრე (25 ოქტომბრამდე) უნდა მიმართოს შესაბამის საოლქო ან საუბნო საარჩევნო კომისიას ზეპირი ან წერილობითი განცხადებით. ეტლით მოსარგებლე ამომრჩეველს, რომელიც მოითხოვს ადაპტირებულ უბანზე ხმის მიცემას, შეიყვანენ იმ უბნის სპეციალურ სიაში, რომელსაც თავად შეარჩევს.

ცესკოს ცნობით, როგორც საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს, ისე საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებსა და დამკვირვებლებს უფლება აქვთ, გადაამოწმონ ეტლით მოსარგებლე ამომრჩეველთა ადაპტირებულ საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის მოთხოვნის საფუძვლიანობა და არჩევნების დღემდე ნებისმიერ დროს საუბნო საარჩევნო კომისიის წინაშე დასვან ამ ამომრჩევლების შესაბამის სპეციალურ სიაში შეყვანის მიზანშეწონილობის საკითხი.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს არის დანიშნული. პარალელურად ამავე დღეს აჭარის უმაღლესი საბჭოს და რამდენიმე მუნიციპალიტეტში მერებისა და საკრებულოს დეპუტატების არჩევნები ჩატარდება. 

თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (294)

მთავარი თემები