იდუმალი ტბა სამეგრელოში, რომელზეც, შესაძლოა, ჯერ არ გსმენიათ

© photo: courtesy of Levan Charaiaპაპანწყურე
პაპანწყურე  - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოგზაურობა არის წიგნი, სადაც უამრავი საოცარი ისტორია და თავგადასავალია თავმოყრილი. მოგზაურობის დროს გეძლევა საშუალება, უკეთ შეიცნო საკუთარი თავი და სამყარო. ვფიქრობ, მოგზაურობა შენი ქვეყნის შეცნობით უნდა დაიწყო...

ჩვენი მდიდარი ბუნება რომ უხვად გვასაჩუქრებს და მრავალფეროვანი სანახაობებით გვანებივრებს, ამაში ყოველდღიურად ვრწმუნდებით. ძნელია ამოწურო ეს ერთი მუჭა ქვეყანა და ნახო ყველაფერი ის, რაც აქ არის თავმოყრილი.

საქართველოში უამრავი ლამაზი ტბაა – ლისის, ბატეთის, ყვარლის, ილიას, ბაზალეთის და სხვა ტბები, რომლებიც კარგადაა ნაცნობი ტურისტებისა და ადგილობრივებისთვის. დღეს გვსურს წარმოგიდგინოთ ნაკლებად ცნობილი, მაგრამ ულამაზესი ტბა, რომელიც აუცილებლად უნდა მოინახულოთ. პაპანწყურე (პაპანწყვილი) – ეს არის ტბა, რომელიც თავისი სილამაზით გაგაოცებთ.

© photo: courtesy of Elene Kapanadzeპაპანწყურე
იდუმალი ტბა სამეგრელოში, რომელზეც, შესაძლოა, ჯერ არ გსმენიათ - Sputnik საქართველო
პაპანწყურე

პაპანწყურე ხობის რაიონის სოფელ ხეთაში მდებარეობს. სოფლის მცხოვრებლები განსაკუთრებულად უფრთხილდებიან ტბას და ამბობენ, რომ ის დიდი ტურისტული პოტენციალის მატარებელია. იდუმალი და კამკამა ტბა ტყის შუაგულშია ჩაკარგული და ირგვლივ ყველაფერს ირეკლავს.

ტბის შესახებ არსებობს ლეგენდა, რომელიც გულგრილს არ დაგტოვებთ.

© photo: courtesy of Elene Kapanadzeპაპანწყურე
იდუმალი ტბა სამეგრელოში, რომელზეც, შესაძლოა, ჯერ არ გსმენიათ - Sputnik საქართველო
პაპანწყურე

პაპანწყურე მეგრულიდან დაახლოებით ასე ითარგმნება – „მღვდელი ჩაძირულა“. ლეგენდის თანახმად, აქ ერთი მღვდელი ცხოვრობდა. მუშები ჰყავდა დაქირავებული და სამუშაოს მერე, საღამოს მათ ძაღლის ხორცი აჭამა ისე, რომ მუშებმა ეს არ იცოდნენ. როდესაც მუშები წავიდნენ, მღვდელმა ფანდურზე დაამღერა, თუ როგორ გააცურა მუშები. იქვე მონადირემ ჩამოიარა, მოისმინა ეს ამბავი და დაწყევლა მღვდელი. ამის შემდეგ იქაურობა ჩაიძირა და ტბად იქცა.

© photo: courtesy of Elene Kapanadzeპაპანწყურე
იდუმალი ტბა სამეგრელოში, რომელზეც, შესაძლოა, ჯერ არ გსმენიათ - Sputnik საქართველო
პაპანწყურე

თუმცა, როგორც ამბობენ, ეს ვერსია კომუნისტების დროს შეთხზული ისტორიაა. სინამდვილეში ისტორიული წყაროები გვამცნობს, რომ ეს წმინდა ტბაა, სადაც ხალხს ნათლავდნენ. იქვე, მაღლა, ურთის მთაზე ჯეგეთას მონასტერია, სწორედ იქაური ბერები ჩამოდიოდნენ ამ წმინდა ტბაზე და ნათლავდნენ ადამიანებს. მისი ნამდვილი ისტორიული სახელია არა „პაპანწყურე" („მღვდელი ჩაძირულა“), არამედ „პაპაშწყურე" ანუ „მღვდლის წყარო“.

© photo: courtesy of Elene Kapanadzeპაპანწყურე
იდუმალი ტბა სამეგრელოში, რომელზეც, შესაძლოა, ჯერ არ გსმენიათ - Sputnik საქართველო
პაპანწყურე

ტბა წლის ნებისმიერ დროს ულამაზესია, ამიტომ შეგიძლიათ ამ უქმეებზე ჩაალაგოთ თქვენი სამოგზაურო ზურგჩანთა და დატკბეთ ულამაზესი სანახაობით...

ყველა ახალი ამბავი
0