05:04 27 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8812
  • 100 RUB4.2875
  • USD3.3332
საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
120 0 0

ინსპექტირების ჯგუფებმა სარეალიზაციო ქსელიდან ამოიღეს ფრინველის ხორცის ნიმუშები, რომელსაც ლაბორატორიული კვლევა ჩაუტარდება.

თბილისი, 5 აგვისტო - Sputnik. მთელი ქვეყნის მასშტაბით შემოწმებული 150-მდე ობიექტიდან 40-ში ფრინველის ხორცი არასათანადოდ ინახებოდა, ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ირკვევა, რომ აღნიშნულ ობიექტებზე იმპორტირებული ფრინველის ხორცი შეფუთვის გარეშე, შესაბამისი ეტიკეტირების გარეშე იყიდებოდა. 

სააგენტოს ცნობით, ინსპექტირების ჯგუფები სავაჭრო ობიექტებში ფრინველის ხორცისა და კვერცხის შენახვისა და რეალიზაციის პირობებს ამოწმებენ. შემოწმება ტარდება როგორც ქსელურ მარკეტებში, ისე უბნის მაღაზიებშიც. დამრღვევი ბიზნეს-ოპერატორების მიმართ კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები გატარდა. 

გარდა ამისა, სარეალიზაციო ქსელიდან ამოღებულია ფრინველის ხორცის ნიმუშები, რომელსაც ლაბორატორიული კვლევა ჩაუტარდება.

სურსათის ეროვნული სააგენტო ბიზნეს-ოპერატორებს მოუწოდებს, დაიცვან სურსათის უვნებლობის მოთხოვნები და, შესაბამისად, მომხმარებლის ინტერესები და ჯანმრთელობა.

მთავარი თემები