10:34 13 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6237
  • 100 RUB4.2107
  • USD3.0785
საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (1398)
719 0 0

უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრო ე.წ. წითელი და მწვანე ზონის ქვეყნების ჩამონათვალს კვირაში ერთხელ განაახლებს.

თბილისი, 2 აგვისტო - Sputnik. უკრაინამ საქართველო და ევროკავშირის რამდენიმე სახელმწიფო „წითელი ზონის“ ქვეყნების ნუსხაში შეიყვანა.ამის შესახებ  ინფორმაციას უკრაინული პრესა ავრცელებს.

უკრაინაში პირველი აგვისტოდან ამოქმედდა ახალი კლასიფიკაცია, რომელიც ე.წ. მწვანე და წითელ ზონაში მყოფ ქვეყნებს ადგენს. „წითელ ზონაში“ მოხვდებიან ის ქვეყნები, სადაც ბოლო 14 დღის განმავლობაში, ყოველ 100 ათას მოსახლეზე კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა უკრაინაში დაფიქსირებულ ანალოგიურ მაჩვენებელს აჭარბებს. ასევე ის ქვეყნები, სადაც კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა ბოლო 14 დღეში 30%-ით გაიზარდა.

ახალი კლასიფიკაციის მიხედვით, „მწვანე ზონაში“ ხვდება შვედეთი, პორტუგალია, ხორვატია, ბელარუსი, დიდი ბრიტანეთი, თურქეთი, სლოვენია, ეგვიპტე და იტალია. ამ ქვეყნებიდან უკრაინაში ჩასული მოქალაქეები თვითიზოლაციას არ გადიან და კორონავირუსის ტესტის გაკეთებას არ საჭიროებენ. 

31 ივლისის მონაცემებით, „წითელ ზონაში“ 127 ქვეყანა მოხვდა, მათ შორისაა საქართველო,  უნგრეთი, ჩინეთი, გერმანია, ჩეხეთი, ბულგარეთი, ალბანეთი, მონტენეგრო, პოლონეთი, საფრანგეთი, რუსეთი და ა.შ. ამ ქვეყნებიდან უკრაინაში ჩასულ მოქალაქეებს კორონავირუსის ტესტის შედეგის წარდგენა ან 14 დღის იზოლაციაში გატარება მოუწევთ.

უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრო ე.წ. წითელი და მწვანე ზონის ქვეყნების ჩამონათვალს ყოველ შვიდ დღეში ერთხელ განაახლებს.

ბოლო 24 საათში უკრაინაში კორონავირუსის  1 112 შემთხვევა დაფიქსირდა, 16  გარდაიცვალა,  ჯამში  კი Covid-19-ის   სულ 72 168 შემთხვევაა დადასტურებული.

 

თემები:
COVID-19 საქართველოში (1398)

მთავარი თემები