04:06 04 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4221
  • 100 RUB4.2811
  • USD3.0465
საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
495 0 0

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ის არ იწყალებს პოლიტპატიმრებს, რადგან, მისი თქმით, საქართველოში არ არსებობენ პოლიტპატიმრები

თბილისი, 15 მაისი - Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა.

ამის შესახებ მან სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ის არ იწყალებს პოლიტპატიმრებს, რადგან, მისი თქმით, საქართველოში არ არსებობენ პოლიტპატიმრები.

„გადაწყვეტილება მივიღე, გამოვცე უგულავასა და ოქრუაშვილის შეწყალების აქტი. სანამ მათი შეეწყალება შევა ძალაში, მინდა, მივმართო საზოგადოებას, რომლისთვისაც ჩემი დღევანდელი გადაწყვეტილება იოლად გასაგები არ იქნება და შესაძლოა, ვერც მაპატიოს.  უნდა განვმარტო ყველას გასაგებად შეწყალების არსი. არ ვიწყალებ პოლიტპატიმრებს, რამეთუ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, საქართველოში დღეს არ არსებობენ პოლიტპატიმრები“,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

უზენაესმა სასამართლომ თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა ე.წ. ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 2020 წლის 10 თებერვალს 3 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

რაც შეეხება ირაკლი ოქრუაშვილს, თბილისის საქალაქო სასამართლომ მას  20-21 ივნისის საქმეზე 2020 წლის 13 აპრილს 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით 2019 წლის 25 ივლისს დააკავეს. საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებზე გამოძიება ამბოხებისა და ხელისუფლების დამხობის მუხლით გადააკვალიფიცირა.

 

მთავარი თემები