15:32 06 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4221
  • 100 RUB4.2811
  • USD3.0465
საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
განათლება საქართველოში (251)
117 0 0

ერთიანი ეროვნული გამოცდის მსვლელობისას ერთ სივრცეში (სექტორში) განთავსდება არაუმეტეს 10 აბიტურიენტისა რეკომენდებული დისტანციის დაცვით

თბილისი, 15 მაისი - Sputnik. ერთიანი ეროვნული გამოცდების თარიღი, შეიძლება, შეიცვალოს და გამოცდები ივლისის ნაცვლად აგვისტოში ჩატარდეს, განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განათლების სფეროს  ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას. 

ჩხენკელის განმარტებით, ამ ეტაპზე გამოცდების თარიღისა და ფორმატის ცვლილება არ განიხილება, თუმცა, გადაწყვეტილება ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე იქნება მიღებული.

„ამ ეტაპზე ეროვნული გამოცდების არც ფორმატის და არც თარიღების ცვლილება არ განიხილება. შესაბამისად, ჩვენ ორიენტაცია გვაქვს ივლისზე. ერთადერთი, რაც შეიძლება შეიცვალოს, ეს არის თარიღების ცვლილება და აგვისტოს თვეში გადატანა. თუმცა ეს მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას ეპიდსიტუაცია მოითხოვს და გვექნება მკაფიო რეკომენდაცია სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისგან“, -განაცხადა განათლების მინისტრმა.

როგორც ჩხენკელმა აღნიშნა, გამოცდების ზუსტი თარიღი ივნისში გამოცხადდება.

მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ სამინისტროს მთავარი ამოცანაა, ერთი მხრივ, მაქსიმალურად დაიცვას გამოცდებში მონაწილეთა ჯანმრთელობა და უსაფრთხოება, მეორე მხრივ კი, საგამოცდო პროცესი სრულყოფილად წარმართოს. 

რა ცვლილებები ელოდებათ აბიტურიენტებს 2020 წლის ეროვნულ გამოცდებზე – დეტალები>>

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საგამოცდო პროცესის ორგანიზებისას გათვალისწინებული იქნება უსაფრთხოების ყველა ზომა, მათ შორის, დისტანცირების, ჰიგიენური ნორმების დაცვისა და დეზინფექციის საკითხები. გამოცდის მსვლელობისას ერთ სივრცეში (სექტორში) განთავსდება არაუმეტეს 10 აბიტურიენტისა რეკომენდებული დისტანციის დაცვით.

წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 39 ათასზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა,  საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარების მსურველთა რაოდენობა 12 ათასზე მეტს შეადგენს, ხოლო სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე გასვლის სურვილი 3600-ზე მეტმა სტუდენტმა გამოხატა.

თემები:
განათლება საქართველოში (251)

მთავარი თემები