06:01 06 ივნისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.3476
  • 100 RUB4.2963
  • USD2.9562
საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
ტრანსპორტი საქართველოში (296)
75 0 0

გუდაური–კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების გამო აკრძალულია ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე გადაადგილება თავისუფალია.

თბილისი, 16 მარტი – Sputnik. დიდთოვლობამ ტრანსპორტის გადაადგილება საქართველოს ზოგიერთ რაიონში შეაფერხა, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

კერძოდ, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური–კობის მონაკვეთზე ინტენსიური თოვის გამო გაიზარდა ზვავსაშიშროების საფრთხე, რის გამოც აკრძალულია ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე გადაადგილება თავისუფალია.

ასევე დიდთოვლობის გამო აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა ქუთაისი–ტყიბული–ამბროლაურის გზის ნაქერალას უღელტეხილის მონაკვეთზე, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. 

თოვისა და ქარბუქის გამო ახალქალაქი–კარწახის (თურქეთის საზღვარი) საავტომობილო გზის 1-36,5 კმ მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.    

თემები:
ტრანსპორტი საქართველოში (296)

მთავარი თემები