Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

ორკვირიანი კარანტინი ლარის ბანკნოტებს: ეროვნული ბანკის სადეზინფექციო ზომები

გამოწერა
ეროვნული ბანკი მოსახლეობას ნაღდი ფულის გამოყენებისას ჰიგიენის რეკომენდებული ნორმების დაცვისკენ მოუწოდებს.

თბილისი, 13 მარტი — Sputnik. ვინაიდან ნებისმიერ საგანს და, მათ შორის, ფულის ნიშნებს შეუძლია ბაქტერიისა თუ ვირუსის გადატანა, საქართველოს ეროვნული ბანკი მოუწოდებს მოსახლეობას, ნაღდი ფულის გამოყენებისას დაიცვას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციები ჰიგიენის შესახებ, ნათქვამია უწყების ვებ-გვერდზე

ქუვეითი - Sputnik საქართველო
ფული კარანტინზე: ცენტრალური ბანკი COVID-19-ის გამო ბანკნოტებს ბრუნვაში არ გაუშვებს

„ბანკნოტებისა და მონეტების გამოყენების შემდეგ, კვების პროდუქტებთან შეხების წინ გულდასმით დაიბანეთ ხელები. ბანკნოტებთან და მონეტებთან კონტაქტის შემდეგ ხელის დაბანის გარეშე არ შეეხოთ სახეს. შესაძლებლობის მიხედვით, გამოიყენეთ უნაღდო ანგარიშსწორება, უკონტაქტო და მობილური გადახდები, დისტანციური საბანკო მომსახურება“, — მოუწოდებს ეროვნული ბანკი მოსახლეობას.

სებ-ი ასევე რეკომენდაციას აძლევს კომპანიებს, გაყიდვის წერტილებში პერიოდულად გაუკეთონ დეზინფექცია POS-ტერმინალის ზედაპირს.

უწყების ცნობით, ლარის ბანკნოტებსა და მონეტებთან მიმართებაში საკარანტინო ზომებს ეროვნული ბანკი რეგულარულად განახორციელებს 13 მარტიდან 1 აპრილის ჩათვლით პერიოდში.  

„მიმოქცევიდან შემოსული ლარის ფულის ნიშნები საკასო ცენტრში განთავსდება და შეინახება ცალკე, სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე 14 დღის განმავლობაში და მათი გაცემა მოხდება მხოლოდ ამ პერიოდის გასვლის შემდეგ“, — აღნიშნულია ბანკის განცხადებაში.  

საქართველოს ეროვნული ბანკი საკოლექციო დანიშნულების პროდუქციის რეალიზაციას მოახდენს მხოლოდ ელექტრონული მაღაზიის საშუალებით. 

გარდა ამისა, დღეიდან 1 აპრილის ჩათვლით მუშაობას წყვეტს საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმი ყვარელში.

13 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 25 შემთხვევაა დაფიქსირებული. ინფიცირებულთა შორის ერთი 12 წლის მოზარდია. 11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის ეპიდაფეთქება პანდემიად გამოაცხადა. 

ყველა ახალი ამბავი
0