არა ძალადობას – ზუგდიდში ქალთა დღეს ფემიციდის შემთხვევები გააპროტესტეს

© photo: Sputnik / Nika Latariaაქცია პერფორმანსი ზუგდიდში - არა ძალადობას
აქცია პერფორმანსი ზუგდიდში - არა ძალადობას - Sputnik საქართველო
გამოწერა
აქციის ორგანიზატორების თქმით, აუცილებელია, რომ თითოეულმა მოქალაქემ მსგავსი შემთხვევების მიმართ მეტი პასუხისმგებლობა გამოიჩინოს

თბილისი, 8 მარტი – Sputnik. ზუგდიდში ქალთა მიმართ ძალადობა და ფემიციდის შემთხვევები სიმბოლურად 8 მარტს გააპროტესტეს, იუწყება „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი ადგილიდან.

© photo: Sputnik / Nika Latariaაქცია პერფორმანსი ზუგდიდში - არა ძალადობას
არა ძალადობას – ზუგდიდში ქალთა დღეს ფემიციდის შემთხვევები გააპროტესტეს - Sputnik საქართველო
აქცია პერფორმანსი ზუგდიდში - არა ძალადობას

აქციის ორგანიზატორების თქმით, აუცილებელია, რომ თითოეულმა მოქალაქემ მსგავსი შემთხვევების მიმართ მეტი პასუხისმგებლობა გამოიჩინოს. მათ აქციას პერფორმანსის სახე მისცეს და სიმბოლურად კაბები გამოფინეს ფემიციდისა და ძალადობის მსხვერპლი ქალების ისტორიებითა და წარწერებით.

„ბოლო თვეების განმავლობაში 8 ქალია მოკლული. ესაა შემზარავი სტატისტიკა და ჩვენ უნდა ვუთხრათ ყველას, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება. არა ქალების მიმართ ძალადობას”, - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

ყველა ახალი ამბავი
0