16:36 31 მარტი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6363
  • 100 RUB4.1226
  • USD3.2845
საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
81 0 0

გიორგი გახარიამ თავის სომეხ კოლეგას, რომელიც საქართველოში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება, კავკასიური ნაგაზის ლეკვი აჩუქა.

თბილისი, 4 მარტი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თავის სომეხ კოლეგას ნიკოლ ფაშინიანს კავკასიური ნაგაზის ლეკვი აჩუქა, იუწყება ტელეკომპანია Imedi სომხეთის პრემიერ-მინისტრის ინფორმაციაზე დაყრდნობით.

„ჩემი მეგობრის, საქართველოს პრემიერის გიორგი გახარიას ძვირფასი საჩუქარი – სუფთა სისხლის კავკასიური ნაგაზი „ბომბორა". ის ჩვენს ოჯახში მეხუთე ძაღლი იქნება. დიდი მადლობა", – დაწერა ფაშინიანმა Facebook-ზე.

სომხეთის პრემიერი ნიკოლ ფაშინიანი საქართველოს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით 3 მარტს ეწვია. ის უკვე შეხვდა თავის ქართველ კოლეგას გიორგი გახარიას, საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს.

მთავარი თემები