22:49 02 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4247
  • 100 RUB4.3017
  • USD3.0567
საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
94 0 0

მინისტრის მოადგილის თქმით, საქართველოს მოქალაქეებმა ჩინეთში უკვე გაიარეს შემოწმება კორონავირუსზე და დაავადება არცერთ მათგანს არ გამოუვლინდა.

თბილისი, 21 თებერვალი — Sputnik. ჩინეთიდან ჩამოსულ მოქალაქეებს თბილისის აეროპორტში ეპიდემიოლოგებისა და ექიმების ჯგუფი დახვდება, შემდეგ კი მათ საჩხერის საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე სასტუმროს ტიპის კომპელქსში გადაიყვანენს, განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ.

„დღეს რამდენიმე საათში ჩინეთიდან ველოდებით 34 მოქალაქის დაბრუნებას. ისინი გარკვეული ხნის განმავლობაში ჩინეთში სხვადასხვა ლოკაციაზე იმყოფებოდნენ. მათთან შედგა კომუნიკაცია ჰქონდათ თუ არა  დაბრუნების სურვილი“, — განაცხადა გაბუნიამ. 

მინისტრის მოადგილის თქმით, საქართველოს მოქალაქეებმა ჩინეთში უკვე გაიარეს შემოწმება კორონავირუსზე და დაავადება არცერთ მათგანს არ გამოუვლინდა. მიუხედავად ამისა, სიფრთხილის ზომებიდან გამომდინარე, ისინი მაინც გაივლიან საჩხერეში ორ კვირიან კარანტინს. 

„ამ მომენტისათვის არავითარი საჭიროება არაა მათთვის სამედიცინო მომსახურების გაწევისა, თუმცა მაინც იქნებიან დაკვირვების ქვეშ“, - განმარტა თამარ გაბუნიამ. 

მანამდე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილმა განაცხადა, რომ ეს ადამიანები ჩინეთიდან, სხვადასხვა მიზეზის გამო, სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებდნენ.

„ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ჩინეთში იმყოფებოდნენ, ცხოვრობდნენ, მუშაობდნენ, სწავლობდნენ. შექმნილი მდგომარეობის გამო ბევრმა ავიაკომპანიამ რეისები გააუქმა. ამ შესაძლებლობით ისარგებლეს სხვა ავიაკომპანიებმა და საკმაოდ გააძვირეს მგზავრობა... ეს არის ხალხი, რომელსაც გაძვირებული ბილეთის ყიდვის საშუალება არ ჰქონდა“, — განაცხადა ხვთისიაშვილმა.

მისი თქმით, მთავრობამ კომპანია „ჰუალინგს“, რომელმაც ჰუმანიტარული ტვირთი გაგზავნა, სთხოვა, წამოეყვანა ჩინეთიდან საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებსაც სამშობლოში დაბრუნება სურდათ.

ალექსანდრე ხვთისიაშვილის განმარტებით, ეს არის ჩვეულებრივი რეისი და არა ევაკუაცია, როგორც ინფორმაცია ვრცელდებოდა.

ჩინეთის ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტის ბოლო მონაცემებით, დღეისათვის მატერიკულ ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით, COVID 2019–ით დაავადებულთა საერთო რაოდენობამ 75 465 მიაღწია. აქედან ამ დროისათვის ავადაა 54 965 ადამიანი, მათ შორის  11 633 — მძიმედ. გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოებიდან გაეწერა 18 264 პაციენტი,  2 236 კაცი გარდაიცვალა.

მთავარი თემები