20:04 05 ივნისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.3422
  • 100 RUB4.3130
  • USD2.9841
საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
ჯანდაცვა საქართველოში (191)
62 0 0

სოციალური აგენტის ვალდებულება  მაძიებელი ოჯახის იდენტიფიკაცია და სოციალურ ეკონომიკური მდგომარეობის დადგენაა

თბილისი, 5 თებერვალი - Sputnik. ოჯახების შეფასების მეტი გამჭვირვალობისათვის სოციალური აგენტები უახლოეს პერიოდში სამხრე კამერებითა და ციფრული მოწყობილობებით აღიჭურვებიან, განაცხადა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა  ეკატერინე ტიკარაძემ.  

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, მინისტრის საათის ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას ჯანდაცვის მინისტრმა ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობის შემოწმების არსებული პროცედურა განმარტა. მისი თქმით, ხელახალი გადამოწმების დროს ოჯახის შესწავლას საშუალოდ 20 დღე დასჭირდება, შესწავლიდან ერთ თვეში კი სპეციალური მეთოდოლოგიით დადგენილი ახალი სარეიტინგო ქულა შევა ძალაში. ახალი ქულის მინიჭების შემდეგ  დახმარება საშუალოდ 20 დღეში განახლდება.

მინისტრმა აღნიშნა, რომ მიმდინარეობს მუშაობა ცვლილებაზე, რომლის მიხედვითაც, ახალი ქულის მინიჭებამდე, საარსებო შემწეობის დარიცხვა უწყვეტად მოხდება.

„ჩვენი მთავარი მიზანია, ოჯახების შეფასების მეთოდოლოგია კიდევ უფრო დავხვეწოთ და მივაღწიოთ დახმარების განაწილების მაქსიმალურად სამართლიან და მიზნობრივ პრინციპს. ოჯახების შეფასების პროცესის კიდევ უფრო მეტი გამჭვირვალობის მიზნით, უახლოეს პერიოდში სოციალური აგენტები აღიჭურვებიან სამხრე კამერებით და ციფრული მოწყობილობებით, რათა დეკლარაციაში ინფორმაცია იყოს არა მხოლოდ სიტყვიერად, არამედ ვიზუალურად ასახული“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

სოციალური აგენტის ვალდებულება  მაძიებელი ოჯახის იდენტიფიკაცია და სოციალურ ეკონომიკური მდგომარეობის დადგენაა. შეფასების საფუძველზე სამინისტრო ამ ოჯახებს სტატუსს ანიჭებს.

მოქმედი კანონმდებლობით, მაძიებელი ოჯახის იდენტიფიკაციისა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის დასადგენად სოციალური აგენტი ახორციელებს ობიექტური და სუბიექტური ინფორმაციის მოპოვებას:

ობიექტური ინფორმაცია მიიღება სოციალური აგენტის მიერ მაძიებელი ოჯახის საცხოვრებელი პირობების ვიზუალური დათვალიერებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის შემოწმების შედეგად

სუბიექტური ინფორმაცია გულისხმობს მაძიებელი ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლისაგან ინტერვიუირების შედეგად მიღებულ მონაცემთა ერთობლიობას.

 

თემები:
ჯანდაცვა საქართველოში (191)

მთავარი თემები