11:39 09 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6356
  • 100 RUB4.1811
  • USD3.0758
საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს ვირუსები უტევს (23)
16201

30 წლის ქალი, რომელსაც სამი შვილი დარჩა, თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში, სავარაუდოდ, გრიპის ვირუსით გარდაიცვალა

თბილისი, 10 იანვარი — Sputnik. თბილისის ერთ−ერთ კლინიკაში 30 წლის ქალი, სავარაუდოდ, გრიპის ვირუსით გარდაიცვალა, იუწყება ტელეარხი „რუსთავი-2“.  

ახლობლების თქმით, მარიამ ბაღდაძე 6 იანვარს გახდა შეუძლოდ. ის თავდაპირველად კასპის საავადმყოფოში გადაიყვანეს, შემდეგ კი, ოჯახის წევრების მოთხოვნით, თბილისის ერთ−ერთ კლინიკაში მოათავსეს.

8 იანვრის დილით ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა. მას სამი შვილი დარჩა.

ნათესავები ამბობენ, რომ მანამდე მარიამს ჯანმრთელობის პრობლემები არ ჰქონია და არც რაიმე ქრონიკული დაავადება აღენიშნებოდა.

„წინა დღეს გახდა ცუდად, მეორე დღესვე გადავიყვანეთ [საავადმყოფოში],  მაგრამ არაფერი ეშველა. არც თბილისის კლინიკასთან მაქვს პრეტენზია და არც კასპის, ცუდად იყო უკვე“, — განაცხადა გარდაცვლილის მეუღლემ, ზურაბ ქიტუაშვილმა.

გავრცელებული ინფორმაციით, ეს უკვე გრიპის ვირუსით გამოწვეული მერვე ლეტალური შემთხვევაა.

აღსანიშნავია, რომ იანვრის პირველ კვირაში გრიპის ვირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობამ 191 ადამიანს მიაღწია. ახალი მონაცემები ვირუსით დაავადებულთა შესახებ 13 იანვარს გახდება ცნობილი.

ამასთან, სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ ქვეყანაში გრიპის ვირუსის ეპიდემიის საშიშროება ჯერჯერობით არ არის და სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. ეპიდემიად მიიჩნევა მაჩვენებელი, როდესაც კონკრეტული ვირუსით 100 ათას მცხოვრებზე 450–500 ადამიანი ავადდება.

ქვეყანაში ამ დროისთვის შემთხვევების 80%-ში ცირკულირებს B ტიპის ვირუსი, დაახლოებით 10%-ია A ტიპის H1N1, დანარჩენი 10% კი რინოვირუსებია.

აღსანიშნავია, რომ წინა წლის დეკემბერ–იანვარში საქართველოში გრიპის ვირუსი H1N1, ე.წ. „ღორის გრიპი" მძვინვარებდა, რომლის გართულების ნიადაგზე 22 ადამიანი გარდაიცვალა.

თემები:
საქართველოს ვირუსები უტევს (23)

მთავარი თემები