თამბაქო, შესაძლოა, 15-გრამიანი შეფუთვითაც გაიყიდოს

CC0 / Pixabay / თამბაქო
თამბაქო - Sputnik საქართველო
გამოწერა
შესაბამის კანონმდებლობაში ამ ცვლილების ინიცირებას „ქართული ოცნების" დეპუტატები ბიუროს დღევანდელ სხდომაზე გეგმავენ.

თბილისი, 10 იანვარი — Sputnik. თამბაქოს ნაწარმის მიწოდება 15-გრამიან შესაფუთში იქნება შესაძლებელი. იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

საქართველოში დაუფასოებელი სახით ნებისმიერი სახეობის თამბაქოს ნაწარმის რეალიზებაზე აკრძალვა 2019 წლის 21 ნოემბრიდან შევიდა ძალაში. საგადასახადო კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების თანახმად, აიკრძალა თამბაქოს ნედლეულის, თამბაქოს ნარჩენების, საჩიბუხე თამბაქოს, ჩილიმისთვის განკუთვნილი თამბაქოსა და შესახვევი თუთუნის ნეტო მასით 50- ან 100-გრამიან პირველად საფუთავებში დაფასოების გარეშე მიწოდება.

დაუფასოებელი თამბაქო - Sputnik საქართველო
თამბაქოს ადგილობრივი მწარმოებლები შეღავათებით ისარგებლებენ

ამჯერად თამბაქოს 50- და 100-გრამიან შეფუთვას 15-გრამიანი პაკეტი „ქართული ოცნების" დეპუტატების გურამ მაჭარაშვილისა და გოგა გულორდავას ინიციატივით დაემატება.

კანონში შესატანი ცვლილებების პროექტში აღნიშნულია, რომ თამბაქოს ნაწარმის – საჩიბუხე თამბაქოს, ჩილიმისთვის განკუთვნილი თამბაქოს, შესახვევი თუთუნის, თამბაქოს ნედლეულისა და თამბაქოს ნარჩენების 15-გრამიან შესაფუთში მიწოდება/გაყიდვა ისევე იქნება შესაძლებელი, როგორც 50- და 100-გრამიან შესაფუთებში.

15-, 50- ან 100-გრამიანი შეფუთვის გარეშე თამბაქოს მიწოდება (მათ შორის ნაშთად არსებულის) გამოიწვევს საქართველოს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას პირველ ჯერზე 2000 ლარის, ხოლო განმეორებისას – 4000 ლარის ოდენობით.

საქართველოში დაუფასოებელი თამბაქოს რეალიზაციაზე აკრძალვა ძალაში შევიდა>>

ამ წესით დაფასოებული თამბაქო ასევე უნდა იყოს აქციზური მარკით ნიშანდებული.

ცვლილების პროექტის ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე იგეგმება.

ყველა ახალი ამბავი
0