პრეზიდენტმა „ალილოს“ მონაწილეებსა და ქვეყნის მოსახლეობას შობის დღესასწაული მიულოცა

© photo: Salome Zourabichvili / FBსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დღეს თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან სამების საკათედრო ტაძრამდე, ყოველწლიური მსვლელობა „ალილო“ გაიმართა

თბილისი, 7 იანვარი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ალილოს“ ტრადიციული მსვლელობის მონაწილეებს შობა მიულოცა, ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სალომე ზურაბიშვილი მსვლელობის მონაწილეებს საჩუქრებითა და ტკბილეულით გაუმასპინძლდა.

„შობას ვულოცავ სრულიად საქართველოს! მინდა, ვისურვო, რომ შობამ ყველა ოჯახში მოგვიტანოს სიმშვიდე, სიკეთე, ბედნიერება და რაც მთავარია, ჯანმრთელობა. ჯანმრთელობა ჩვენი ბავშვებისათვის, რამეთუ ეს ის საკითხია, რომელიც ყველას გვაწუხებს“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

დღეს, 14:00 საათზე თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან სამების საკათედრო ტაძრამდე, ყოველწლიური მსვლელობა „ალილო“ გაიმართა.

ილია მეორის საშობაო ეპისტოლე>>

„ალილოს“ მსვლელობის ისტორია 15 საუკუნეს ითვლის და მისი მთავარი მიზანი ქველმოქმედებაა — მსვლელობის მონაწილეებს თბილისელები გადასცემენ საჩუქრებს, საახალწლო ნობათსა და ფულად შემოწირულობებს, რაც შემდეგ დღეებში გაჭირვებულებს, ობოლ ბავშვებს და მოხუცებულთა სახლის ბინადრებს დაურიგდება.

ყველა ახალი ამბავი
0