საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს 30 ახალი სახანძრო მანქანა გადაეცა

© Photo: Ministry of internal affairsახალი სახანძრო ტექნიკა გერმანიიდან
ახალი სახანძრო ტექნიკა გერმანიიდან - Sputnik საქართველო
გამოწერა
მაღალი გამავლობის, სპეციალურად საქართველოსთვის დამზადებული სახანძრო ტექნიკა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში გადანაწილდება

თბილისი, 3 იანვარი – Sputnik. 2020 წლიდან საქართველოს ქალაქებს 30 ახალი, გერმანული წარმოებისა და თანამედროვე სტანდარტების შესატყვისი სახანძრო მანქანა მოემსახურება, იუწყება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

სახანძრო ტექნიკა მაღალი გამავლობისაა და ის სპეციალურად საქართველოსთვის, ქვეყნის რელიეფური პირობების გათვალისწინებით, კომპანია „მაგირუსის“ ქარხანაში აეწყო.

სახანძრო მანქანები 2020 წლიდან თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ბორჯომში, ზუგდიდში, რუსთავსა და სიღნაღში გადანაწილდება.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ მეხანძრე-მაშველები დააჯილდოვა - ვიდეო - Sputnik საქართველო
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ მეხანძრე-მაშველები დააჯილდოვა - ვიდეო

„ქართველი მეხანძრე-მაშველები ახალ სახანძრო ტექნიკასთან მუშაობის და მართვის სპეციფიკას გერმანელი ინსტრუქტორების დახმარებით გაეცნენ და სპეციალური გადამზადება კვალიფიციურ ტრენერებთან გაიარეს“, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

ახალი სახანძრო ტექნიკა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძემ და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა წარადგინეს. ღონისძიებას ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები.

ღონისძიებაზე იოსებ ჭელიძემ 15 მეხანძრე-მაშველი განსაკუთრებული სიმამაცისთვის დააჯილდოვა.

ასევე, განსაკუთრებული დამსახურებისთვის, სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა ახმეტის სახანძრო-სამაშველო განყოფილების თანამშრომელი ლევან ოღაძე, რომელიც 2019 წლის 12 მარტს მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად, 34 წლის ასაკში გარდაიცვალა. ჯილდო მის შვილს, 6 წლის სანდრო ოღაძეს გადაეცა.

ყველა ახალი ამბავი
0