08:42 09 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4507
  • 100 RUB4.3040
  • USD3.0594
საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
28910

ნუცას გამარჯვების კერძი გახდა დესერტი არაჟნის კრემით, ნუშის გოზინაყით, კარამელიზირებული მანდარინითა და ნუშის „ფიფქებით“.

თბილისი, 2 იანვარი - Sputnik. პირველი არხის პოპულარული კულინარიული შოუ „მასტერშეფის“ მეორე სეზონის გამარჯვებული პროექტის ყველაზე ახალგაზრდა მონაწილე ნუცა სურგულაძე გახდა.

„არც კი ვიცი რითი დავიწყო. მსგავსი ემოცია არასდროს არ მქონია. ყველაზე ბედნიერი ვარ, რადგან ესეთ საოცარ პროექტში მივიღე მონაწილეობა და მეტიც - გავიმარჯვე!“, - შედეგების გამოცხადებიდან ერთ საათში დაწერა გამარჯვებულმა თავის Facebook-გვერდზე.

ნუცა არაერთხელ გამხდარა სხვადასხვა ტურის ლიდერი. მისი გამარჯვების კერძი გახდა დესერტი არაჟნის კრემით, ნუშის გოზინაყით, კარამელიზირებული მანდარინითა და ნუშის „ფიფქებით“. ფოტოზე კერძი ძალიან მადის აღმძვრელად გამოიყურება.

ნუცასთან ერთად ფინალში გამარჯვებისთვის იბრძოდნენ ასევე დიმუ მენაბდე და გაგა ვარდანიძე.

სამი საკონკურსო კერძის დაგემოვნების შემდეგ ჟიურიმ ლევან კობიაშვილის, კონსტანტინე თედელურისა და ლუკა ნაჭყებიას შემადგენლობით გამარჯვებულად ნუცა გამოაცხადა.

პრიზის სახით ნუცამ ბინა ბათუმის სანაპიროზე მიიღო.

შოუს პირველი სეზონის გამარჯვებული 19 წლის სტუდენტი ია ძაგანია გახდა.

მთავარი თემები