01:29 02 ივნისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4626
  • 100 RUB4.4772
  • USD3.1172
საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს პრემიერ–მინისტრი (75)
91 0 0

TANAP-ი სათავეს თურქეთ-საქართველოს საზღვარზე იღებს და საბერძნეთის საზღვართან ტრანსადრიატიკულ მილსადენს (TAP) უერთდება. გაზსადენის მეშვეობით, აზერბაიჯანიდან ბუნებრივი აირი ევროპის ქვეყნებს მიეწოდება.

თბილისი, 29 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია თურქეთს სამუშაო ვიზიტით 30 ნოემბერს ეწვევა, იუწყება მთავრობის პრესსამსახური

გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი გახარია თურქეთში ქვეყნის პრეზიდენტ რეჯეფ თაიიფ ერდოღანის მიწვევით მიემგზავრება, სადაც ტრანს-ანატოლიური ბუნებრივი აირის მილსადენის (TANAP)  პროექტის ინაუგურაციის  ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას.

TANAP
azertag.az
TANAP

ცერემონია ედირნეს პროვინციაში გაიმართება.

მათთან ერთად ცერემონიას დაესწრება აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევიც. 

TANAP-ი სათავეს თურქეთ-საქართველოს საზღვარზე იღებს და საბერძნეთის საზღვართან ტრანსადრიატიკულ მილსადენს (TAP) უერთდება. გაზსადენის მეშვეობით, აზერბაიჯანიდან ბუნებრივი აირი ევროპის ქვეყნებს მიეწოდება.

გაზსადენის საერთო სიგრძე, რომელიც ფაზა-0 და ფაზა-1 მონაკვეთებისგან შედგება, 1850 კმ-ს შეადგენს.

თემები:
საქართველოს პრემიერ–მინისტრი (75)

მთავარი თემები