ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობას აკონსერვებენ

© photo: Sputnik / Stringerპარლამენტის ყოფილი შენობა ქუთაისში
პარლამენტის ყოფილი შენობა ქუთაისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
პარლამენტის ქუთაისის შენობაში ამჟამად სახელმწიფო ქონების მართვის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები ინვენტარის აღწერას აწარმოებენ.

თბილისი, 29 ნოემბერი — Sputnik. ქუთაისში პარლამენტის ყოფილ შენობაში დაკონსერვების სამუშაოები დაიწყო, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

შენობაში სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები მუშაობენ და იქ არსებულ ინვენტარს აღწერენ. აღწერის დასრულების შემდეგ მონაცემებს ეკონომიკის სამინისტროს გადასცემენ. სამინისტრო კი შენობას დაკონსერვებულად გამოაცხადებს.

ქუთაისი საპარლამენტო ქალაქად 2009 წლის 24 სექტემბერს გამოცხადდა და კონსტიტუციის 48-ე მუხლში შესაბამისი ცვლილებაც შევიდა. პარლამენტის ახალი შენობის მშენებლობისთვის 133 700 000 ლარი დაიხარჯა. შენობა კი ესპანური კომპანიის CMD Ingenieros პროექტით აშენდა.

ვეფხისტყაოსნის ილუსტრაცია პარლამენტის შენობაში - Sputnik საქართველო
ექვსი წლის შემდეგ პარლამენტი თბილისში დაბრუნდა

პარლამენტი ქუთაისში 2012 წელს ამოქმედდა ყოფილი მმართველი პარტია „ნაციონალური მოძრაობის" მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილების საფუძველზე.

ხელისუფლების შეცვლის შემდეგ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წარმომადგენლებმა არაერთხელ დააყენეს საკითხი საკანონმდებლო ორგანოს თბილისში გადატანის შესახებ.

2017 წლის ბოლოს საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებები შევიდა, რომლის თანახმად, ქვეყნის მთავარ კანონში აღარ არის ჩანაწერი იმის შესახებ, რომ პარლამენტმა სხდომები ქუთაისში უნდა ჩაატაროს.

საკანონმდებლო ორგანოს თბილისში დაბრუნების შემდეგ ხელისუფლება ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობის შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გადაცემაზე საუბრობდა.

რა უჯდება ბიუჯეტს ქუთაისში პარლამენტის შენობის შენახვა>>

2018 წლის მონაცემებით, პარლამენტის ქუთაისის შენობის ფუნქციონირებაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან წელიწადში 2,5 მილიონამდე ლარი იხარჯებოდა.

ყველა ახალი ამბავი
0