02:04 06 აგვისტო 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6624
  • 100 RUB4.2282
  • USD3.0927
საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
განათლება საქართველოში (445)
53 0 0

უნივერსიტეტის გეგმებშია მჭიდრო თანამშრომლობა ისეთ საერთაშორისო კომპანიებთან, როგორიცაა HP და Microsoft.

თბილისი, 26 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის ყოფილი მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი მასშტაბურ პროექტს ჩაუდგება სათავეში – რეგიონში პირველ ხელოვნური ინტელექტის უნივერსიტეტს, ნათქვამია ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის განცხადებაში.

მიხეილ ბატიაშვილი მინისტრის პოსტიდან 13 ნოემბერს გადადგა. ეს თანადებობა მიხეილ ჩხენკელმა დაიკავა.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ამ პროექტის განსახორციელებლად ბატიაშვილი თანამშრომლობას აპირებს ისეთ საერთაშორისო კომპანიებთან, როგორებიც არიან HP და Microsoft. ხელოვნური ინტელექტის უნივერსიტეტი თბილისში, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ბაზაზე იფუნქციონირებს. ბატიაშვილი ორივე უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოსტს დაიკავებს.

„ეს იქნება რეგიონის მასშტაბით პირველი საგანმანათლებლო სივრცე, რომელიც ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირებას მოახდენს განათლებასა და ბიზნესის სხვადასხვა სექტორში“, – აღნიშნავენ უნივერსიტეტში.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი აღჭურვილია მაღალტექნოლოგიური ლაბორატორიებით, კვლევითი ცენტრით, ერთიანი სამუშაო სივრცით, ელექტრონული ბიბლიოთეკითა და სხვადასხვა ინოვაციური რესურსების განსახორციელებლად საჭირო ყველა აქტივობით.

უმაღლეს სასწავლებელში იგეგმება HP-ს მძლავრი ტექნოლოგიური ლაბორატორიის ამუშავება, Microsoft-ის სასწავლო და კვლევითი პროექტების განხორციელება, მათ შორის, AI Business School, AI Academy და სხვ. გარდა ამისა დაწესებულებაში ჩატარდება ხელოვნური ინტელექტისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენციები და სამიტები.

ხელოვნური ინტელექტის პირველი უნივერსიტეტის შექმნის ინიციატივა მსოფლიოში პირველად აბუ–დაბიში 2019 წლის ოქტომბერში გაისმა. ის ფუნქციონირებას, სავარაუდოდ, 2020 წლის სექტემბერში დაიწყებს.

Mercedes-Benz-მა თბილისში ხელოვნური ინტელექტის ლაბორატორია გახსნა>>

საერთაშორისო ორგანიზაციების პროგნოზით, ხელოვნური ინტელექტის გლობალური ბაზარი 2022 წლისთვის ოთხ ტრილიონ დოლარს მიაღწევს. მისი შესაძლებლობები გამოყენებული იქნება ჯანდაცვის, ფინანსების, სოფლის მეურნეობის, უსაფრთხოებისა და სხვა მნიშვენლოვანი სექტორების ეფექტურობის გაზრდისთვის.

თემები:
განათლება საქართველოში (445)

მთავარი თემები