პროკურატურამ 20-21 ივნისის მოვლენების შედეგად დაზარალებულად კიდევ ერთი პირი ცნო

© Sputnik / STRINGERსაპროტესტო აქციის დაშლა 20-21 ივნისის აღამეს
საპროტესტო აქციის დაშლა 20-21 ივნისის აღამეს - Sputnik საქართველო
გამოწერა
გიორგი სულაშვილის დაზარალებულად ცნობისთვის, რომელმაც 20-21 ივნისის აქციაზე თვალი დაკარგა, საქართველოს პროკურატურას ხუთი თვე დასჭირდა

თბილისი, 23 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს პროკურატურამ 2019 წლის 20-21 ივნისს საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენების შედეგად დაზარალებულად ცნო გიორგი სულაშვილი, რომელმაც სხეულის დაზიანებები მიიღო, იუწყება საქართველოს პროკურატურა.

მაკო გომური - Sputnik საქართველო
„მეტროში თვალის ამოვარდნების, უამრავი მზერის შემდეგ მაინც გავიმარჯვე...“ – მაკო გომური

თბილისში პროტესტი რუსეთის სათათბიროს დეპუტატის, კომპარტიის წევრ სერგეი გავრილოვის ჩამოსვლის და პარლამენტში მისი გამოსვლის საპასუხოდ დაიწყო. აქცია არეულობასა და ანტისამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა. 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენების შედეგად პოლიციამ 300-ზე მეტი პირი დააკავა, 240 ადამიანი საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ორმა ადამიანმა, რომელთა შორის ერთ-ერთი 18 წლის მაია გომური იყო, პოლიციის მიერ ნასროლი რეზინის ტყვიის მოხვედრის შედეგად თვალი დაკარგა.

გიორგი სულაშვილის დაზარალებულად ცნობა საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიღების და შესაძლო დანაშაულებრივ ეპიზოდებთან დაკავშირებით დამატებითი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შემდეგ მოხდა.

თბილისში 20-21 ივნისის მოვლენების შემდეგ გამოძიება ორი მიმართულებით დაიწყო. პირველი პოლიციელთა მიერ ძალის გადამეტებას ეხება. მეორე მიმართულებით კი გამოძიება მიმდინარეობს ორი მუხლით – „ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა" და „ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად, რომელმაც მძიმე შედეგი გამოიწვია".

პროკურატურის ცნობით, გამოძიების ფარგლებში ჩატარებულია ასობით საგამოძიებო მოქმედება - გამოკითხულია 700-ზე მეტი პირი, მათ შორის სამართალდამცავები. გამოკვლეულია პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენების ამსახველი შესაბამისი ვიდეომასალა. დანიშნულია ექსპერტიზები.

ანრი ოხანაშვილი - Sputnik საქართველო
ოხანაშვილი: რატომ იყო დაზარალებულის სტატუსი დაგვიანებული...

11 ნოემბერს 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენების შედეგად დაზარალებულად ცნეს სამი ადამიანი - მაია გომური, ომარ სეხნიაშვილი და მირზა ლიპარტელიანი.

რაც შეეხება მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სხვა პირების დაზარალებულად ცნობის საკითხს, პროკურატურა აცხადებს, რომ საგამოძიებო პროცედურების დასრულების შემდეგ თითოეულ ფაქტთან დაკავშირებით მიღებული იქნება შესაბამისი სამართლებრივი გადაწყვეტილება, რის შესახებაც საზოგადოებას პერიოდულად მიეწოდება ინფორმაცია.

ყველა ახალი ამბავი
0