19:37 10 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6356
  • 100 RUB4.1811
  • USD3.0758
საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
82 0 0

მრჩეველთა საბჭოს ძველმა შემადგენლობამ სამი კონკურსი ჩაატარა და გამარჯვებული ვერ გამოავლინა, მეოთხე კონკურსი კი ბოლო შანსი იყო.

თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი გიორგი (გოგა) კოხრეიძე გახდა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის ადგილი ვაკანტური 2019 წლის 19 აპრილს გახდა, მას შემდეგ, რაც ნათია კაპანაძე იმპიჩმენტის წესით გადაირჩიეს. მაუწყებლის დირექტორის მოვალეობას ამ დრომდე ნათია ზოიძე ასრულებდა.

კოხრეიძეს ნდობა მრჩეველთა საბჭოს სამმა წევრმა გამოუცხადა, ერთი ბიულეტენი კი გაბათილდა. გამარჯვებული მეორე ტურში გამოვლინდა. პირველი კენჭისყრის დროს ხმები სამ კანდიდატს შორის გაიყო, ორი ხმა გიორგი კოხრეიძემ მიიღო, ერთი – ფირუზ ბოლქვაძემ, ერთიც – მაია მერკვილაძემ. 

მრჩეველებს არჩევანის გაკეთება ცხრა კანდიდატს შორის მოუხდათ. კონკურსში მონაწილეობდნენ დავით ჩხარტიშვილი, შოთა ზოიძე, შოთა გურაბანიძე, მაია მერკვილაძე, ლაშა ზარგინავა, გიორგი კოხრეიძე, ფირუზ ბოლქვაძე, ნათია ზოიძე და შოთა გუჯაბიძე. 

გიორგი კოხრეიძე 2014-2018 წლებში იყო საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი აჭარის კვოტით. 2005-2014 წლებში – ტელეკომპანია „202“-ის დირექტორი, 1999-2004 წლებში – საქართველოს პარლამენტის წევრი.

მრჩეველთა საბჭოს ძველმა შემადგენლობამ სამი კონკურსი ჩაატარა და გამარჯვებული ვერ გამოავლინა. მეოთხე კონკურსი კი ბოლო შანსი იყო, რომ ძველი შემადგენლობის მრჩეველთა საბჭოს აერჩია მაუწყებლის დირექტორი, რადგან ოთხ მრჩეველს უფლებამოსილება უმთავრდებოდა. აღსანიშნავია, რომ კოხრეიძე მანამდე ჩატარებულ სამივე კონკურსში მონაწილეობდა.

აჭარის ტელევიზია და რადიო 2013 წლის 25 დეკემბრიდან საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ნაწილია. ის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მრჩეველთა საბჭოს მიერ კონტროლდება. საბჭოს კომპეტენციაში შედის დირექტორის დანიშვნა და მუშაობის პრიორიტეტების განსაზღვრა.

მთავარი თემები