01:46 09 დეკემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2690
  • 100 RUB4.6218
  • USD2.9466
საპროტესტო აქცია რუსთაველზე

დემონსტრანტები რუსთაველის გამზირიდან ივანიშვილის რეზიდენციისკენ მიემართებიან

© Sputnik / Vladimir Umikashvili.
საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
ახალი საპროტესტო ტალღა თბილისში: 2019 წლის ნოემბერი (159)
88 0 0

დემონსტრანტებმა, რომლებიც კონსტიტუციაში ცვლილებების ჩავარდნას აპროტესტებენ, პროტესტის გამოხატვა ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან გადაწყვიტეს

თბილისი, 14 ნოემბერი – Sputnik. რუსთაველის გამზირზე შეკრებილებმა, რომლებიც პროტესტს გამოთქვამენ პარლამენტში კონსტიტუციაში შესწორებების ჩავარდნის გამო, მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან წასვლა გადაწყვიტეს.

დემონსტრანტების ნაწილი ამჟამად სოლოლაკის ტერიტორიაზე გადაადგილდება.

აქციის მონაწილეთა უმრავლესობა ადგილზე რჩება. მათ კარვები შუა ქუჩაში, გზის სავალ ნაწილში აქვთ დადგმული. ივანიშვილის რეზიდენციასთან პროტესტის გამოთქმის შემდეგ დემონსტრანტები უკან, რუსთაველის გამზირდე დაბრუნებას აპირებენ.

ხუთშაბათ დილით საქართველოს პარლამენტმა კენჭი უყარა შესწორებებს კონსტიტუციაში. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ლიდერების მოწოდებამ მაჟორიტარი დეპუტატებისადმი, მხარი დაეჭირათ კანონპროექტისთვის, შედეგი არ მოიტანა. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია შესწორებებს მოითხოვდა და, შესაბამისად, მხარს უჭერდა კანონპროექტს, მთლიანობაში საჭირო 113 ხმის ნაცვლად მხოლოდ 101 ხმის მიღება მოხერხდა. პარლამენტის წინ სპონტანური აქცია შეიკრიბა, რომელიც საღამოს უკვე მასშტაბურ პროტესტში გადაიზარდა.

კანონპროექტის ჩავარდნის მიზეზი ასევე იყო რვა დეპუტატის, მათ შორის ვიცე–სპიკერის თამარ ჩუგოშვილის გადაწყვეტილება, დაეტოვებინათ დაკავებული თანამდებობები და პარტია „ქართულიოცნება – დემოკრატიული საქართველო“.

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე ერთადერთი მოთხოვნა წამოაყენეს – ჩატარდეს პროპორციული არჩევნები მმართველი პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის გარეშე.

ეს მოთხოვნა აქციის ორგანიზატორმა შოთა დიღმელაშვილმა გაახმიანა. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილს „აღარ აქვს ხელდასხმა ქართველი ხალხისგან“, აღარ აქვს ლეგიტიმაცია.

მისი განცხადებით, ეს მოთხოვნა არის კიდეც მათი გეგმა და სანამ ეს არ მოხდება, ისინი რუსთაველზე აპირებენ „დაბანაკებას“.

ამავე დროს, მმართველი პარტიის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ საარჩევნო სისტემის შეცვლის ხელმეორე მცდელობამ, შესაძლოა, საპარლამენტო უმრავლესობა დაშალოს.

პარტიის აღამსრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა,რომ „ქართული ოცნება“ საარჩევნო სისტემის გადახედვის შესაძლებლობას არ განიხილავს.

თემები:
ახალი საპროტესტო ტალღა თბილისში: 2019 წლის ნოემბერი (159)

მთავარი თემები