15:24 07 დეკემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2690
  • 100 RUB4.6218
  • USD2.9466
საპროტესტო აქცია

ბათუმში ვითარება დაიძაბა: „აპოლო“ სკანდალური ფილმის ჩვენებას იწყებს

© Sputnik / Alex Shlamov
საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
124 0 0

ბათუმში ფილმის მოწინააღმდეგეები შენობაში შეჭრას შეეცადნენ. აქციის მონაწილეებმა ფილმის ნახვის მსურველებს კვერცხები და პიროტექნიკა დაუშინეს. ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულები.

თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. ბათუმში კინოთეატრ „აპოლოსთან“, სადაც ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენება 22:00 საათზეა დაგეგმილი, ვითარება დაიძაბა, იუწყება „აჭარის ტელევიზია“.

გავრცელებული ინფორმაციით, ფილმის მოწინააღმდეგეები შენობაში შეჭრას შეეცადნენ. აქციის მონაწილეებმა ფილმის ნახვის მსურველებს კვერცხები და პიროტექნიკა დაუშინეს. ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულები.

ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, სავარაუდოდ დაშავებულია კინოთეატრის ერთ−ერთი თანამშრომელი.

„დაცვის თანამშრომლებმა კარი ჩაკეტეს და „აპოლოს“ ფოეიეში არავის უშვებენ.  გარეთ კი პოლიციელები დილიდან არიან მობილიზებულები“, − იუწყება „აჭარის ტელევიზია“ .

ტელევიზიის ცნობით, „აპოლოსთან“ შეკრებილები პოლიციისგან კატეგორიულად მოითხოვენ, ჩაიკეტოს კარი და  მოქალაქეები კინოთეატრში არ შეუშვან. 

პარალელურად, დაძაბული ვითარებაა თბილისში, კინოთეატრ „ამირანთანაც“, სადაც უკვე დასრულდა ფილმის პირველი სეანსი. კინოთეატრებიდან გამოსულ მოქალაქეებს აქციის მონაწილეებმა ბოთლები და სხვა საგნები დაუშინეს. 

ამ დროისათვის „ამირანში“ სკანდალური ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ მეორე სეანსი უნდა დაიწყოს, რომლის ჩაშლასაც ისევ ცდილობენ „ქართული მარშისა“ და „ქართული მისიის“ წევრები და მათი მხარდამჭერები.  

მთავარი თემები