გათავისუფლებული თანამშრომლები პრეზიდენტის ადმინისტრაციას სასამართლოში ედავებიან

© photo: Sputnik / Stringerპრეზიდენტის სასახლე
პრეზიდენტის სასახლე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის გათავისუფლებული თანამშრომლების ინტერესებს არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" იცავს.

თბილისი, 7 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოთხი ყოფილი თანამშრომელი სამუშაოს დაბრუნებას სასამართლოს გზით ცდილობს, იუწყება ტელეარხი „რუსთავი2".

ისინი მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც 2018 წლის ბოლოს ქვეყნის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გახდა. პრეზიდენტმა თავიდანვე განაცხადა, რომ არ იმუშავებს მიხეილ სააკაშვილის დროს აშენებულ დიდ სასახლეში და რომ შტატის შემცირებას გეგმავს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილმა თანამშრომლებმა კომპენსაცია მიიღეს>>

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის გათავისუფლებული თანამშრომლების ინტერესებს არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო" იცავს.

პრეზიდენტის რეზიდენცია - Sputnik საქართველო
რა ბედი ეწევა პრეზიდენტის ავლაბრის სასახლეს?

„პრეზიდენტის ადმინისტრაციის სამართლებრივი დასაბუთება ასეთ შემთხვევაში იყო რეორგანიზაციის დროს შტატის შემცირება, რაც ჩვეულებრივ შემთხვევაში შესაძლებელია იყოს გათავისუფლების საფუძველი, მაგრამ მიგვაჩნია, რომ უნდა შემოწმდეს, რამდენად სწორად იყო ეს საფუძველი გამოყენებული, შესაბამისად, მივმართეთ სასამართლოს", – განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" იურისტმა თეონა ზაქარაშვილმა.

სასამართლოს მეშვეობით სამსახურში აღდგენა უკვე მოახერხა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ერთ-ერთმა ყოფილმა თანამშრომელმა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ახალი თანამშრომლების შესარჩევად შემუშავდა საკვალიფიკაციო მოთხოვნები, შემდეგ გაიმართა გასაუბრება პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოქმედ თანამშრომლებთან, ხოლო მესამე ეტაპზე ჩატარდა ახალი კადრების შერჩევის კონკურსი. შედეგად პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლების რაოდენობა 102-დან 60-მდე შემცირდა.

საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციას ძველი ავეჯით გააწყობენ>>

ვისაც აპრილის შუა რიცხვებში სამსახურის დატოვება მოუწია, საერთო ჯამში 436,5 ათასი ლარის ოდენობის კომპენსაცია გადაუხადეს.

ყველა ახალი ამბავი
0