23:18 15 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2566
  • 100 RUB4.6227
  • USD2.9608
ქუთაისის აეროპორტი

ქუთაისის აეროპორტიდან ქალაქამდე მგზავრებს ავტობუსი მოემსახურება

© FB / United Airports of Georgia
საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
ტრანსპორტი საქართველოში (142)
7710

ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი ქალაქიდან დასავლეთით, 14 კმ-ში მდებარეობს

თბილისი, 23 ოქტომბერი - Sputnik. ქუთაისის აეროპორტიდან ქალაქის მიმართულებით მუნიციპალური ავტობუსი დაინიშნება, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი  ქალაქიდან დასავლეთით, 14 კმ-ში მდებარეობს.

„2020 წლის მარტიდან ქუთაისში შემოვა ახალი მუნიციპალური ავტობუსები, შემუშავდება ახალი სვლაგეზები, მათ შორის დაინიშნება ავტობუსი აეროპორტიდან ქალაქის მიმართულებით და პირიქით. ეს იქნება ადაპტირებული ტრანსპორტი და მგზავრებს შეუფერხებლად მოემსახურება“, - განაცხადა ქუთაისის ვიცე-მერმა, ნინო თვალთვაძემ.

მისივე თქმით, ამ დროისთვის ხარვეზებია ქუთაისიდან მუნიციპალიტეტების მიმართულებით სატრანსპორტო მომსახურებასთან დაკავშირებითაც. ამ საკითხის დარეგულირება კი არავის კომპეტენციაში არ შედის და ეს მინდობილია მთლიანად ბაზარზე.

„ვითხოვთ, ისევე მოხდეს მუნიციპალიტეტების მიმართულებით სატრანსპორტო მიმოსვლის დარეგულირების უფლების გადმოცემა. ამასთან დაკავშირებით მომზადდა კანონპროექტი, რომელიც პარლამენტში შევა განსახილველად“, – განაცხადა ნინო თვალთვაძემ.

ტელეკომპანიის ცნობით, 2020 წლიდან ქუთაისში ტრანსპორტი მუნიციპალური გახდება. ახალი ავტოპარკი კი სულხან-საბას დასახლებაში მოეწყობა, რომელიც განკუთვნილი იქნება ასევე ელექტრომობილებისათვის.

ქუთაისის აეროპორტიდან აბასთუმნამდე მგზავრობის დრო ორჯერ შემცირდება >>

ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი საქართველოში პოპულარობით მეორე აეროპორტია, საიდანაც მსოფლიოს სხვადასხვა მიმართულებით რეისებს დაბალბიუჯეტიანი კომპანიები ახორციელებენ.

2018 წელს ქუთაისის აეროპორტი 617 ათასზე მეტ მგზავრს მოემსახურა.

აეროპორტის ოფიციალურად 2012 წლის სექტემბერში გაიხსნა.

თემები:
ტრანსპორტი საქართველოში (142)

მთავარი თემები