აბასთუმნის ობსერვატორიაში კოსმოსური ჰაკათონი NASA Space Apps Challenge მიმდინარეობს

© courtesy of Abastumani Astrophysical Observatoryაბასთუმნის ობსერვატორია
აბასთუმნის ობსერვატორია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჰაკათონი აერთიანებს მეცნიერებს, ნოვატორებს, პროგრამისტებს, სტუდენტებსა და უბრალოდ კოსმოსის მოყვარულებს.

თბილისი, 18 ოქტომბერი — Sputnik. აბასთუმნის ევგენი ხარაძის სახელობის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში 18-20 ოქტომბერს მასშტაბური კოსმოსური ჰაკათონი NASA Space Apps Challenge მიმდინარეობს, ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.

აღმოჩენილია დედამიწის მსგავსი სამი პლანეტა: NASA სიცოცხლის არსებობას იკვლევს>>

Space Apps Challenge დიდი საერთაშორისო კოსმოსური შეჯიბრებაა, რომელიც NASA-ს მხარდაჭერით არის ორგანიზებული. ჰაკათონი ყოველწლიურად პლანეტის 200 სხვადასხვა წერტილში ტარდება და კრებს ათასობით მეცნიერს, ნოვატორს, პროგრამისტს, სტუდენტსა და უბრალოდ კოსმოსის მოყვარულს.

კარლო ხუციშვილი - Sputnik საქართველო
20 წლის ქართველი NASA -ში და მისი საოცარი გამოგონებები

მონაწილეები (18 წელს ზევით) 48 საათის განმავლობაში წყვეტენ ამოცანებს და ქმნიან საკუთარ პროექტებს კოსმოსური სივრცისა და გარემოს კვლევის სფეროში. პროგრამირების ენების ცოდნა სავალდებულო არ არის. ამასთან, ჰაკათონის სამუშაო ენა ინგლისურია.

NASA Space Apps Challenge-ის ჰაკათონის თემა 2019 წელს არის დედამიწის ოკეანეები, ინტერნეტი ოკეანეში, ნარჩენებისგან გასუფთავება, მთვარე, პლანეტები და სხვ. საუკეთესო პროექტები წარდგენილი იქნება საერთაშორისო ჯილდოზე Global Awards.

NASA Space Apps Challenge აბასთუმნის ობსერვატორიაში უკვე მეორედ ტარდება. ღონისძიების ორგანიზატორები საქართველოში არიან კომპანია Tbilisi Startup Bureau და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.

ყველა ახალი ამბავი
0