03:42 10 დეკემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2606
  • 100 RUB4.6194
  • USD2.9446
თუთუნი

თუთუნი ძვირდება? ასაწონი თამბაქო დაიბეგრება

© CC0 / Pixabay
საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
224 0 0

„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში ცვლილებებს, რაც ასაწონი თამბაქოს (თუთუნის) დაბეგვრას ითვალისწინებს, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა დღეს მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი.

თბილისი, 9 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში ასაწონი თამბაქო დაიბეგრება, ერთ კილოგრამ თუთუნზე 60-ლარიანი გადასახადი წესდება, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.

გავრცელებული ინფორმაციით, „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში ცვლილებებს, რაც ასაწონი თამბაქოს (თუთუნის) დაბეგვრას ითვალისწინებს, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა დღეს მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი.

საკანონმდებლო ორგანო კანონპროექტს, რომლის ინიციატორიც საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილია, სავარაუდოდ, მომდევნო კვირაში დაამტკიცებს.

აღსანიშნავია, რომ მანამდე საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი აცხადებდა, რომ ასაწონი თამბაქოს დაბეგვრის საკითხი აუცილებლად უნდა მოგვარებულიყო. მისი თქმით, მისი დაბეგვრა თავიდანვე იგეგმებოდა, მაგრამ მერე ეს საკითხი დროში გაიწელა და ისე გამოვიდა, რომ ერთ-ერთი მთავარი აქციზური საქონელი არ იბეგრება.

მთავარი თემები