17:41 07 დეკემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2690
  • 100 RUB4.6218
  • USD2.9466
პრეზიდენტის რეზიდენცია ათონელზე

ანტიკვარული ავეჯი პრეზიდენტის რეზიდენციისთვის: ადმინისტრაცია განმარტავს

© Sputnik / Vladimir Umikashvili.
საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
12410

ქართული მასმედიით გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ათონელის რეზიდენციის ფრანგული ანტიკვარიატით მოწყობა მოითხოვა.

თბილისი, 9 ოქტომბერი — Sputnik. პრეზიდენტის ათონელის რეზიდენციის მოსაწყობად შეძენილი ანტიკვარული ავეჯი სასახლის წარმომადგენლობითი ნაწილია, განაცხადა პრეზიდენტის მრჩეველმა განათლების, კულტურისა და მეცნიერების საკითხებში კონსტანტინე ნაცვლიშვილმა.

ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედი“ იუწყება. 

ნაცვლიშვილის თქმით, შესყიდვები უკვე დასრულებულია, რაშიც 1,2 მლნ ლარი დაიხარჯა.  

„ავეჯი, რომელიც ჩვენ შევიძინეთ ორბელიანების სასახლის ისტორიული ნაწილისთვის, გახლავთ ისტორიული სასახლის წარმომადგენლობითი ნაწილი... დაახლოებით მილიონ ორასი ათასი ლარი იყო გამოყოფილი ანტიკვარული ავეჯის და ინვენტარის შესაძენად და დაახლოებით 80 ათასი ლარის ეკონომია განხორციელდა", — განაცხადა ნაცვლიშვილმა. 

მრჩეველმა განმარტა, რომ ორბელიანების სასახლის ისტორიული ნაწილი „არ არის პრეზიდენტის პირადი, სამუშაო სივრცე“ და ის რესურსი, რომელიც სასახლის მოწყობისთვის დაიხარჯა, დარჩა საქართველოში, ანუ „ამ ფულადი რესურსის გადინება არ მომხდარა უცხოეთში“.

ქართული მასმედიით გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ათონელის რეზიდენციის ფრანგული ანტიკვარიატით მოწყობა მოითხოვა. ამასთან, სპეციალური ჯგუფი წინა საუკუნეებში დამზადებულ ავეჯს მთელი თბილისის მასშტაბით ეძებდა.

 

მთავარი თემები