კიდევ ერთი „შავი წერტილი“ თბილისში: დაიწყო გახშირებულ ავტოავარიებთან ბრძოლა

© photo: Ministry of Internal Affairs of Georgia / FBმოძრაობის სიჩქარის გაზომვა
მოძრაობის სიჩქარის გაზომვა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეგრეთ წოდებულ შავ წერტილზე სექტემბრიდან საშუალო სიჩქარის კონტროლის სექციები მოეწყობა, მანამდე გზაზე მოძრაობას საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები გააკონტროლებენ.

თბილისი, 23 აგვისტო — Sputnik. თბილისის შემოსასვლელში, ავჭალის ჩქაროსნული გზის მონაკვეთზე კიდევ ერთი „შავი წერტილია“ იდენტიფიცირებული, სადაც ავტოსაგზაო შემთხვევების შემცირების მიზნით პრევენციული ღონისძიებები დაიწყო, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში

ავტობანი - Sputnik საქართველო
ავარიები საქართველოს გზებზე: სამი პრობლემა, რომლებიც სასწრაფოდ უნდა მოგვარდეს

სამუშაოებს შსს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, თბილისის მერია და საკრებულო ახორციელებენ.

„აღნიშნულ მონაკვეთზე 2018 წლის 1 იანვრიდან 21 აგვისტომდე 10 ავტოსატრანსპორტო შემთხვევა მოხდა, რომლის შედეგადაც დაშავდა 12, ხოლო დაიღუპა 3 ადამიანი. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული სატრანსპორტო შემთხვევების ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ ძირითად პრობლემას ავტომობილების მოძრაობის მაღალი სიჩქარე წარმოადგენს“, — ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

პრობლემის აღმოსაფხვრელად სახიფათო მონაკვეთზე, ეგრეთ წოდებულ შავ წერტილზე სექტემბრიდან საშუალო სიჩქარის კონტროლის სექციები მოეწყობა, მანამდე გზაზე მოძრაობას საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები გააკონტროლებენ, ხოლო თბილისის მერია სიჩქარისმზომი სექციების შესაბამის საგზაო ნიშნებს დააყენებს.

შსს-ს განცხადებაში ნათქვამია, რომ „შავი წერტილების“ შემცირება სამინისტროს პრიორიტეტია და იდენტიფიცირების პროცესი ინტენსიურად ხორციელდება.

 

ყველა ახალი ამბავი
0