15:11 17 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2779
  • 100 RUB4.6531
  • USD2.9723
ქალი მინდორში

საქართველოში ძლიერი სიცხეებია მოსალოდნელი: დაავადებათა კონტროლის ცენტრი რეკომენდაციებს ავრცელებს

CC0 / Pixabay
საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
62910

სინოპტიკოსები აგვისტოს ბოლო დეკადაში ცხელი ამინდით განპირობებულ თბურ ტალღებს ელოდებიან, რაც სამხრეთ და ჩრდილოეთ კავკასიას, ასევე აღმოსავლეთ ბალკანეთსა და საქართველოს მოიცავს.

თბილისი, 23 აგვისტო — Sputnik. აგვისტოს ბოლო დეკადაში პროგნოზირებულია ცხელი ამინდით განპირობებული თბური ტალღები, რაც სამხრეთ და ჩრდილოეთ კავკასიას, ასევე აღმოსავლეთ ბალკანეთსა და საქართველოს მოიცავს, ნათქვამია მეტეოროლოგიის საერთაშორისო ორგანიზაცია WMO Climate Watch Advisory-სა და გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის მონაცემებში

ამასთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი საზოგადოებას ჯანდაცვით რეკომენდაციებს აძლევს და მოუწოდებს მოსახლეობას, გაითვალისწინონ ის ძირითადი მიმართულებები, რომლებიც მათ სიცხეში ჯანმრთელობის მდგომარეობის შენარჩუნებაში დაეხმარება.

უწყება მოსახლეობას აფრთხილებს, რომ განსაკუთრებული რისკის ჯგუფს განეკუთვნებიან 75 წლისა და მეტი ასაკის პირები და ასევე ბავშვები, განსაკუთრებით, ახალშობილები. ჰაერის მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურა ასევე ხიფათს უქმნის გულისა და სასუნთქი სისტემის დაავადებების, ფსიქიკური პრობლემის, გარკვეულ მედიკამენტებზე მყოფ, ალკოჰოლის ჭარბ მომხმარებლებსა და წამალდამოკიდებულ პირებს, ასევე სპორტსემენებსა და იმ ადამიანებს, რომლებიც მძიმე ფიზიკურ შრომას ეწევიან.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების მთავარი მიმართულება ასე გამოიყურება: შეინარჩუნეთ სახლში სიგრილე, მიიღეთ დიდი რაოდენობით წყალი (განსაკუთრებით რეკომენდებულია მინერალური წყლების მიღება, მარილების მცირე და საშუალო დონის შემცველობით), მოერიდეთ ქუჩაში გასვლას დღის ყველაზე ცხელ პერიოდში, მოერიდეთ მაღალინტენსიურ ფიზიკურ დატვირთვას.

ამასთან, კატეგორიულად მიუღებელია ბავშვებისა და შინაური ცხოველების პარკირებულ ავტომობილებში დატოვება.

იმ შემთხვევაში, თუ სიცხის გამო თავი შეუძლოდ იგრძენით, მიმართეთ ექიმს.  

დამატებითი ინფორმაცია და რეკომენდაციები ცხელ დღეებში ჯანმრთელობის დაცვის ღონისძიებებთან დაკავშირებით შეგიძლიათ იხილოთ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე.  

 

მთავარი თემები