„ერისიონი" ჩინეთში საგასტროლო ტურნეს იწყებს

გამოწერა
ანსამბლი ჩინეთში კულტურის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭეროთ მიემგზავრება.

თბილისი, 22 აგვისტო — Sputnik. საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „ერისიონი" 27 აგვისტოდან 16 სექტემბრის ჩათვლით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საგასტროლო ტურნეს იწყებს, ნათქვამია ანსამბლის Facebook-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ანსამბლი ჩინეთში კულტურის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით მიემგზავრება.

GEO VERSION „ერისიონი“: ქართული ცეკვის ლეგენდა - Sputnik საქართველო
ლეგენდარული "ერისიონი": როგორ ტარდება ცნობილი ანსამბლის რეპეტიცია

„ერისიონი" ჩინეთის სხვადასხვა დიდ ქალაქში სოლო კონცერტებს გამართავს. კონცერტები გაიმართება გუანჯოუში, ნანჩანში, პეკინსა და ტიანძინში. ანსამბლი ასევე მონაწილეობას მიიღებს ქალაქ პეკინში გამართულ საქართველოს კულტურის დღეებში.

13 სექტემბერს „ერისიონი" მიწვეულია ჩინეთის ცენტრალურ ტელევიზიაში (CCTV), სადაც მონაწილეობას მიიღებს შოუ-პროგრამაში „შემოდგომის დღესასწაული". სატელევიზიო შოუში „ერისიონის" გამოსვლას 600 მლნ მაყურებელი იხილავს.

„ერისიონის" ფინანსური მხარდამჭერია ქართული ღვინის კომპანია „შილდა".

ანსამბლი „ერისიონი" 1885 წელს დაარსდა. დღეისთვის იგი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მსოფლიო პროექტია „ეთნოს" სტილში.

ყველა ახალი ამბავი
0